სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მასწავლებლების ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვა ისტორიაში
21-08-2022
-
+


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასწავლებლები არაერთხელ გაფიცულან. ისინი თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად პროტესტის ამ ფორმას ხშირად მიმართავენ.

აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვა 1981 წლის გაზაფხულზე, რავენაში, ოჰაიოში იყო. იქ პედაგოგები 95 სასკოლო დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცულები.

კიდევ ერთი ძალიან მასშტაბური გაფიცვა აშშ-ში ილინოისის შტატში, 1987 წელს გაიმართა.  

1970-იან და 1980-იანი წლების დასაწყისში ოჰაიოში მასწავლებელთა არაერთი გაფიცვა მოხდა. დაბალი ხელფასები, არახელსაყრელი შეღავათები და სახელმწიფო დაფინანსების ნაკლებობა იყო ის პრობლემები, რის გამოც მასწავლებლები იძულებულნი იყვნენ, რომ გაფიცულიყვნენ იქამდე, სანამ მათ მოთხოვნებს შესაბამისი ორგანოები არ განიხილავდნენ და არ დააკმაყოფილებდნენ.

რავენაში მასწავლებლებმა საპროტესტო აქცია სკოლების, ადმინისტრაციის შენობების, გამგეობის წევრების სახლებისა და ბიზნეს ობიექტების წინ გამართეს.შედეგად  ხელისუფლებამ არაერთი მასწავლებელი დააკავა. საბოლოოდ, პროტესტმა შედეგი გამოიღო და რავენას განათლების საბჭომ პედაგოგების ხელფასები გაზარდა, მასწავლებლებმა კი გაფიცვა შეწყვიტეს.

თუმცა, შემხვედრი ნაბიჯის გადადგმაზე უარი სკოლის ხელმძღვანელობამ თქვა. მათ 41 მასწავლებელს, რომლებიც პროტესტში მონაწილეობდნენ, ხელშეკრულების განახლებაზე უარი უთხრეს.

აღსანიშნავია, რომ 1983 წელს მასწავლებლების მოთხოვნების გაცნობის წესი განათლების საბჭოსა და სახელმწიფოსთვის შეიცვალა.

შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებლების უწყვეტმა პროტესტმა შედეგი გამოიღო, მათი მოთხოვნების ძირითადი ნაწილი დაკმაყოფილდა და ისინიც სასწავლო გარემოს დაუბრუნდნენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება