სიახლეები
სიახლეები

დავითგარეჯას მცველი მამის და წარმატებული აბიტურიენტის ისტორია
04-08-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების ნაწილის პირველადი შედეგები უკვე გამოაქვეყნა. აბიტურიენტმა ლიზა მალასიძემ გამოცდებზე მაღალი ქულები მოიპოვა. საკუთარი გეგმების, მოლოდინისა და მიღებული შედეგების შესახებ ის Etaloni.ge-ს ესაუბრა - ქართულში 60-დან 58, მათემატიკაში 51-დან 43, ხოლო ინგლისურში 80-დან 78 ქულა დაიმსახურა, უმაღლესი განათლების მიღებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა „აისეტში“ აპირებს.

ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კარგ შედეგებს თავის სკოლას - „ოქროს აკვანს“ უმადლის. 

„ვფიქრობ, რომ ასეთი შედეგები არ მექნებოდა, კერძო სკოლა „ოქროს აკვანში“ რომ არ მევლო. ჩემი შედეგები ამის დამსახურებაა, რეპეტიტორებთანაც დავდიოდი. გასულ წლებთან შედარებით, წელს ტესტები გართულებული იყო, თუმცა მიმაჩნია, რომ გამსწორებლებმა ქულები რთულად არ დაწერეს და ყველა კრიტერიუმი კარგად შეაფასეს“, თქვა ლიზა მალასიძემ.

ლიზა მალასიძის თქმით, მეცადინეობისას მოტივაციას თავის მიზნებსა და ოჯახზე ფიქრი აძლევდა. როდესაც ქულები ნახა, დაბნეული იყო, ამიტომ მიაჩნია, რომ იმ მომენტში თავისმა ოჯახმა უფრო გაიაზრა, რაც მათ თავს ხდებოდა და მისი წარმატება მათ უფრო გაუხარდათ. 

„ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ და რომ მახსენდებოდა ჩემი მიზანი, მომავალი და ოჯახის წევრები, მოტივაცია მაშინ მემატებოდა. ზოგადად, ოჯახი უდიდეს მოტივაციას მაძლევდა, მხარს მიჭერდნენ. ძალიან ხშირად გაღიზიანებული ვიყავი, ამ დროს კი ცდილობდნენ ეს მდგომარეობა გამოსწორებულიყო. როდესაც ქულები გავიგე, თავიდან თითქოს ცოტა გაურკვევლობაში ვიყავი ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი შედეგები ოჯახს უფრო გაუხარდა, მათ უფრო აღიქვეს ეს ყველაფერი. უნივერსიტეტში ღია კარის დღეზე მივედი. გარემო ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამ უნივერსიტეტში ძალიან კარგი მომავალი მაქვს“,- ამბობს ლიზა მალასიძე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აბიტურიენტის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ოჯახმა შეასრულა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მამის - კახა მალასიძის დამსახურება. იგი ამბობს, რომ ლიზამ ყველანაირი იმედი გაუმართლა, მისი შედეგებით ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია. 

მამამ ლიზა სკოლაში 5 წლის ასაკში შეიყვანა, იხსენებს, რომ თავიდან მის მიღებაზე უარი უთხრეს. 

„ლიზა ძალიან ბეჯითი ბავშვია, პირველ კლასში 5 წლის მივიყვანეთ, რადგან მასალა მთლიანად იცოდა. განცხადება დავწერე, რომ სკოლაში მიეღოთ, თავიდან უარი მითხრეს, შემდეგ კი მიიღეს. იქიდან მოყოლებული ყოველთვის მოწესრიგებული იყო. სკოლაშიც და სახლშიც ვინმეს რამე რომ ეკითხა, მომზადებული იყო, უხერხულ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩენილიყო და რაღაც არ სცოდნოდა. ახლა ოქროსმედალოსანია. იმედი მქონდა, რომ გამოცდებზე კარგი შედეგი ექნებოდა, მაგრამ, როგორც მშობელი, მაინც ვნერვიულობდი. ყოველთვის მხოლოდ კარგს არ უნდა ელოდო, ამიტომ მეც ვფიქრობდი, რომ რაღაც შეიძლება ისე არ ყოფილიყო. ჩემი იმედები და მოლოდინები გაამართლა, ძალიან ბედნიერი ვარ“,-ამბობს კახა მალასიძე. 

მისი თქმით, აბიტურიენტებისთვის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია. არის მომენტები, როდესაც მათ უჭირთ, გაღიზიანებულები ან სევდიანები არიან. ამ დროს კი გარშემომყოფებმა მათ სათანადო ყურადღება უნდა მიაქციონ. კახა მალასიძე ერთ-ერთ ასეთ შემთხვევასაც იხსენებს. 

„იყო ერთი, შეიძლება ითქვას, კურიოზული შემთხვევა. ლიზა მათემატიკის გამოცდიდან რომ დაბრუნდა, ნერვიულობდა, რადგან ტესტი რთული იყო. როდესაც შევატყვე, რომ ცუდ ხასიათზე იყო, ჩავედი ორლიტრიანი ლუდი ვუყიდე და ვუთხარი, დალიე მამა, ცოტა ხასიათი გამოგიკეთდება-მეთქი და მართლაც, უკეთეს გუნებაზე იყო“, - ყვება აბიტურიენტის მამა. 

კახა მალასიძე ყოფილი ჯარისკაცია, ამჟამად დავითგარეჯაში მესაზღვრეა. ამბობს, რომ ქორწინების 18 წლიდან, უმეტესობა, პროფესიიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ გაატარა. ბავშვებს მისი მეუღლე ზრდიდა, მამას კი 6 თვეში ერთხელ ნახულობდნენ. 

როდესაც ლიზას პირველი გამოცდა - ქართული ჰქონდა, ის სამსახურში იყო, ძალიან ნერვიულობდა. იხსენებს, რომ სწორედ ამ დროს შეხვდა გოჩა ტყეშელაშვილს.

„ძალიან ვნერვიულობდი, დავითგარეჯაში ვიყავი, სწორედ მაშინ შევხვდი ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. მან დამამშვიდა და მითხრა, რომ როგორც უფალს უნდა, ისე იქნება, შენი შვილი მომზადებულია და შედეგიც შესაბამისი ექნებაო“,- ამბობს კახა მალასიძე.

უნდა, რომ შვილებმა ყველა დასახულ მიზანს მიაღწიონ, ის მათ შრომის ფასს ასწავლის. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, მიაჩნია, რომ დამოუკიდებლობას უნდა მიეჩვიონ, გადაწყვეტილებები თავად მიიღონ და ბევრი იშრომონ, რათა სასურველი მიიღონ. 

„ჩემი ცოლი ყოველთვის ნერვიულობდა და უფრო დიდ განცდებში იყო, ვიდრე მე. თავს არ ვიქებ, მაგრამ ჯარისკაცი ვარ და რეალურ ცხოვრებაში ისეთ სიტუაციაში მიმიღია რაღაც გადაწყვეტილებები, რომ ვფიქრობ, ბავშვები ადრიდანვე უნდა შეეჩვიონ დამოუკიდებელ ცხოვრებას. მე შვილს ყოველთვის ვეუბნები: შენ გააკეთებ იმას, რაც გისწავლია, რაც იცი და მჯერა, რომ სასურველს მიაღწევ. მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი ასეც მოხდა, შემდეგში რა იქნება, მომავალი გვიჩვენებს“, - თქვა აბიტურიენტის მშობელმა. 

კახა მალასიძე თავის პროფერიასა და დავით გარეჯში ამჟამად არსებულ ვითარებაზეც გვესაუბრა. მისი თქმით, ახლა სიმშვიდეა, საზღვრის საკითხი მოლაპარაკების საგანია და იმედოვნებს, რომ მალე ყველაფერი კარგად გადაწყდება. მის სიტყვებში ჩანს, რომ თავისი პროფესიით ძალიან ამაყობს და სამუშაოს აფასებს. 

„სიტყვები არ მოიძებნება იმის სათქმელად, თუ რამდენად წმინდა ადგილია დავითგარეჯა. ქართველებისთვის მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. დავითგარეჯას ისტორიაშიც წერია, რომ სამჯერ აქ მოსვლა, ერთხელ იერუსალიმის მოლოცვის ტოლფასია, რადგან აქ, დავითგარეჯას მადლის ქვა საუკუნეების განმავლობაში იყო. გულით თუ მოხვალ და ილოცებ, ღმერთი აუცილებლად გვერდით დაგიდგება. ჩემთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა აქ ყოფნა, მით უმეტეს, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. დღეს საქართველოს უჭირს, ჩვენი ტერიტორიები ავადსახსელებელი მეზობლისგამ ოკუპირებულია. ვთვლი, რომ ეს პრობლემაც მოგვარდება და ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ამოისუნთქებს. იმედია, მრევლი, მოსახლეობა და ტურისტები გარეჯში იმ ადგილების მოლოცვას შეძლებენ, სადაც ახლა ვერ ადიან. აქ ჩამოსვლისას ტურისტებიც დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან გუგლის რუკაზე დატანილია ის ლოკაცია, სადაც ვერ ადიან. მათ უძველესი ფრესკების ნახვა სურთ, რომელიც უდაბნოს მონასტერშია“,- ამბობს კახა მალასიძე.

მისი თქმით, მესაზღვრეები სადავო ტერიტორიაზე არსებულ სალოცავებს პატრონობენ, ასუფთავებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არ დაზიანდეს. 

საუბრის ბოლოს, კახა მალასიძემ „ეტალონის“ გუნდს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი ახალგაზრდებისთვის ძალიან სასარგებლოა. 

„უღრმესი მადლობა თქვენს გუნდსა და ბატონ გოჩას, ძალიან დადებითი პიროვნებაა. დავით გარეჯში რომ დავინახე, მაშინვე ვუთხარი, მგონი გიცნობთ-მეთქი. ყოველთვის ვუყურებდი თქვენს პროექტს, რადგან ის მომავალი თაობის განვითარებას უწყობს ხელს, რაც ქართველ ხალხს ნამდვილად გვჭირდება“,- თქვა კახა მალასიძემ. 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„გამოცდის ჩაბარება გულისხმობს მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის დაგროვებას“ - 8 სექტემბრის ტესტირების შედეგები ცნობილია

„სინკარში გადამბმები რომაა, მანდ გაჩნდა. საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს, არც ბათქაში დაეყრებათ მოსწავლეებს...“

რა ჯდება საშუალო შეძლების მქონე ოჯახისთვის ერთი ბავშვის სასკოლედ მომზადება

მინისტრის ბრძანება 300-ზე მეტ საჯარო სკოლას ეხება - წესდებაში ცვლილება შევიდა

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, რო­მელ­საც 19 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ნე­პა­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­დად­გა.

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ
 
საინტერესო

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება