სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი მოსწავლეები გამორჩეულად თბილები და კარგები არიან“- ნანა საბულუა, ფოთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი
03-08-2022
-
+


გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწაველთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე აქტიურად ზრუნავენ, თავის მხრივ კი, მოსწავლეები არაერთ პროექტსა და აქტივობას წარმატებით ახორციელებენ.

ჩვენ სკოლის დირექტორს ნანა საბულუას დავუკავშირდით, რომელიც მოსწავლეთა მიღწევების, დამოკიდებულებისა და დასამახსოვრებელი მომენტების შესახებ გვესაუბრა.

მისი თქმით, 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეების მონდომებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით სასიამოვნოდ გაოცებული არაერთხელ იყო. მათ შორის, ერთ-ერთი შემთხვევა პროქტ „პერმაკულტურას“ უკავშირდება.

„მე სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებში გათვითცნობიერებული არ ვარ. სკოლაში ჩავატარეთ პროექტი „პერმაკულტურა“. მოსწავლეებმა იმდენი ინფორმაცია მოიტანეს და იმდენი რამ იცოდნენ ნიადაგზე, მცენარეების დარგვაზე, მოვლაზე, რომ ნამდვილად სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. მერე მოხდა ისე, რომ პანდემიის გამო პროექტის ნაწილი ონლაინ ჩავატარეთ. შემაჯამებელ ღონისძიებაზე კი გამოჩნდა, რომ მოსწავლეებს „პერმაკულტურის“ ფარგლებში ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონიათ. ეს ნათლად მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებში ჩანდა. მათ თავიანთი ხელით ძალიან კარგი მარწყვი მოიყვანეს და გულმოდგინედ უვლიდნენ. დასრულებული და დასურათებული პროექტი რომ ჩაგვაბარეს, გაოცებული ვიყავი იმით, თუ როგორ დარგეს, გაახარეს, მოუარეს და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ. მოსწავლეებმა პროექტი, ფაქტობრივად, დამოუკიდებლად, მხოლოდ მათი ხელმძღვანელის დახმარებით, განახორციელეს“,- თქვა ნანა საბულურმა.

გარდა ამისა, კიდევ ერთი წარმატებული პროექტი არჩევნების შესახებ გაიმართა. როგორც სკოლის დირექტორმა აღნიშნა, ამ საკითხზე მოსწავლეები საკმაოდ ინფორმირებულები იყვნენ, იმიტირებული პროცესიც გამართეს და დავალებას პასუხისმგებლობით მოეკიდნენ.

ნანა საბულუა ამბობს, რომ თავისი სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული ზრდილობით გამოირჩევიან, მათ დირექტორთან კომუნიკაციის დამყარება უყვართ და იციან, რომ როდესაც საქმე სასკოლო ცხოვრებას ეხება, მისი იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეთ.

„მინდა ყურადღება გავამახვილო პატარა მოსწავლეებზეც. ისინი ძალიან მონდომებულები არიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი ზრდილობა - შეუძლიათ გულთბილად მოგესალმონ, გზა დაგითმონ, კარი გაგიღონ და რა დროც საჭირო იქნება, იმდენი ხანი დაგელოდონ; მათ იციან, რომ ნებისმიერ დროსა და სეზონზე - ზაფხული იქნება ეს თუ ზამთარი, შეუძლიათ ჩემთან დარეკონ და რჩევა მკითხონ. მათ ხშირად უნდათ, რომ უბრალოდ კომუნიკაცია შედგეს. პატარებს როდესაც საუბრის დაწყება უნდათ, ჩემს კაბინეტში მოდიან ხოლმე და მეკითხებიან - შეიძლება წყალი დავლიო? შემდეგ კი სხვა თემებზეც მესაუბრებიან. მაღალი კლასის მოსწავლეებთანაც აქტიური კავშირი მაქვს, სოციალურ ქსელებშიც მოუწერიათ ხოლმე თუ რაიმე პროექტის განხორციელება სურთ“,- ამბობს სკოლის დირექტორი.

გარდა უკვე განხორცილებული პროექტებისა, დირექტორი სამომავლო გეგმების შესახებაც გვესაუბრა.

„გვქონდა კოლხურ ზუთხთან დაკავშირებული პროექტი და მოსწავლეები აწიც აპირებენ, რომ ცნობიერების გაღრმავების მიზნით, აღნიშნულ თემაზე სკოლის ბიბლიოთეკაში კონფერენცია ჩაატარონ. 
ახალი პროექტის განხორციელებაც იგეგმება. ჩვენი სკოლის ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, ერთი დიდი ოთახი უნდა მოვაწყოთ და პროფესიულ სასწავლებელთან თანამშრომლობა უნდა აღვადგინოთ. სექტემბრიდან ჭრა-კერვის კურსები გვექნება. ჩვენს სკოლაში ეს მიმართულება ადრეც იყო, თუმცა პანდემიის გამო შეწყდა. აღნიშნული კურსებით კი მოსწავლეები ძალიან დაინტერესებულები არიან. მათ შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში, გაკვეთილების შემდეგ დარჩნენ და ჭრა-კერვის კურსები უფასოდ გაიარონ“,- აღნიშნავს ნანა საბულუა.

დირექტორმა ჩვენთან საუბარი ისევ თავისი მოსწავლეებისა და პედაგოგების შექებითა და მათ ღირსებებზე ხაზგასმით დაასრულა და აღნიშნა, რომ ისინი გამორჩეულები არიან:

„ჩემი მოსწავლეები გამორჩეულად თბილები და კარგები არიან. ვცდილობ, რომ მასწავლებლებისთვისაც კომფორტული და შესაფერისი გარემო შევქმნა. ისინი მოსწავლეებთან ძალიან კარგები არიან“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

რეგისტრაცია 1-ელი აპრილიდან დაიწყება - გამოცდის საფასური და ტესტის ნიმუშები ცნობილია 

ნეონაცისტი არასრულწლოვნები ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით, ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე - შსს დეტალებზე

„გვიყვარხარ პატრიარქო!“ - izrune.ge-ს საქველმოქმედო აქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია

ბზის მოჭრისთვის ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე გაიზარდა - კონტროლის გამკაცრებაზე ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

ნახატების გამოფენა სახელწოდებით - „გაზაფხული შემოსულა ლენ“, რომელიც გაზაფხულის შემობრძანებასა და დედის დღეს მიეძღვნა

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება