სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიფნარის საჯარო სკოლის მოსწავლე ეკოლოგიური ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოპოვებაზე მუშაობს
03-08-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წიფნარის საჯარო სკოლაში პროექტი - „ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროები“ განხორციელდა. 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გარემოს ეკოლოგიური მდგრადობის შესანარჩუნებლად ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული გზების ძიების მნიშვნელობის იდენტიფიცირება შესძლებოდათ; ასევე, გეოგრაფიასა და ფიზიკაში მიღებული ცოდნის გამოყენება და მისი ინტეგრირებით ახალი გამოცდილების მიღება რეალურ ცხოვრებაში.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად კი მნიშვნელოვანი აქტივობა ჩატარდა, რომლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გიორგი მეფარიშვილი იყო.

პროექტი სკოლის ფიზიკისა და გეოგრაფიის პედაგოგების - ბელა ცინცაძისა და გოჩა ჟღენტის ხელმძღვანელობით განხორციელდა. პედაგოგებმა პროექტის შესახებ საინტერესო დეტალები გაავრცელეს. პედაგოგების ინფორმაციით, აქტიური მონაწილე, გიორგი მეფარიშვილი ამჟამად დამოუკიდებლად ეწევა ეკოლოგიურად სუფთა ენერგიების მიღების აუცილებლობის პროპაგანდას.

„უკვე განხორციელებული პროექტის - „ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროები“ ერთ-ერთი მონაწილე გიორგი მეფარიშვილი ამჟამად დამოუკიდებლად ეწევა ეკოლოგიურად სუფთა ენერგიების მიღების აუცილებლობის პროპაგანდას და მის პრაქტიკაში დანერგვას.

სოფლის თვალსაჩინო ადგილას განათავსა მისი და მისი ოჯახის წევრების ჩართულობით დამზადებული მიკრო ქარის ტურბინა, საიდანაც იღებს 12 ვოლტი სიმძლავრის ელექტროენერგიას და რასაც საჭიროების მიხედვით იყენებს საკუთარი ელექტრომოწყობილობების ენერგიით უზრუნველყოფისთვის. მოსწავლის მიერ განხორციელებულ ღირსეულ მოქალაქეობრივ პოზიციასა და ქმედებას, რაც ხელს შეუწყობს გარემოს ეკოლოგიურ მდგრადობას, დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა.

ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ადრე შესრულებული პროექტი, რომლის მთავარი პრიორიტეტი მდგრადი განვითარებაა, განიცდის უწყვეტობას. ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს, აქტიურ და წარმატებულ ცხოვრებას ვუსურვებთ გიორგის“, - ვკითხულობთ პედაგოგების წერილში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება