სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯადოსნური მოგზაურობა სამეგრელოში
03-08-2022
-
+


გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძებაში აქტიურად მონაწილეობენ და ამის დასტურია, მათი ჯადოსნური მოგზაურობა სამეგრელოში.

სასწავლო-შენეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში, მოსწავლეებმა დადიანების სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ კომპლექსში არსებული დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი მოინახულეს. 

გარდა ამისა, ისინი ხობს ესტუმრნენ  ხობის მონასტერი, ხობის პირველი მაისის საეკლესიო კომპლექსი და საპატრიარქო რეზიდენცია დაათვალიერეს. 

„ბავშვებისთვის ძალზედ სასიამოვნო და საინტერესო გამოდგა მოგზაურობა ბოტანიკურ ბაღში, სადაც ოთხმოცამდე გვარის მრავალი სახეობის ხე, ბუჩქი და მცენარე იზრდება, მათ შორის მაგნოლიის ექვსი სახეობა, სხვადასხვა სახეობის მუხა, ატლასისა და ჰიმალაის კედარი, კანარის ვერხვი, აზიის, მათ შორის ინდოეთის, იაპონიის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, ამერიკის და სხვა ადგილებიდან შემოტანილი რელიქტური და ენდემური მცენარეები.

გარდა ზუგდიდისა, ჩვენს ლოკაციას წარმოადგენდა ხობი. აქ ბავშვებმა მოინახულეს ხობის მონასტერი, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ნოჯიხევში. ის XIII-XIV საუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. სამონასტრო ანსამბლი მოიცავს ტაძარს, სასახლეს, სამრეკლოს, გალავანსა და დამხმარე ნაგებობათა ნაშთებს. ადგილზე საინფორმაციო დაფის გამოყენებით ბავშვებმა ძეგლის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. დღე გამოვიდა ძალიან საინტერესო და დადებითი ემოციებით დამუხტული“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება