სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარტყოფის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
29-07-2022
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვნენ.

​საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის ჯილდოდ პორტაბელური კომპიუტერები შემდეგ მოსწავლეებს გადაეცათ:

  • ნინო ზაზუნიშვილი;
  • მარიამ ძამაშვილი;
  • მარიამ კობიაშვილი;
  • მარიამ ადიკაშვილი;
  • თორნიკე სამჭკუაშვილი;
  • ხატია შოშიაშვილი.
ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, რომ სამოტივაციოდ სხვებისთვის ვიდეორგოლი გადაეღოთ. 

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ძალიან გვეამაყება და გვახარებს მათი წარმატება!
ბავშვებს ლეპტოპები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადასცა, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდით მათ.
შეუძლებელია, გულითადი მადლიერება არ გამოვხატოთ ჩვენი სკოლის თითოეული მასწავლებლისა და მათი თავდაუზოგავი
შრომისადმი.
ჩვენმა გოგონებმა გადაწყვიტეს, რომ ჩაეწერათ სამოტივაციო ვიდეორგოლი სხვა მოსწავლეების წასახალისებლად!
თავის დროზე, მათი მოტივაცია ჩვენი სკოლის სხვა აწ უკვე კურსდამთავრებული მოაწავლეები იყვნენ!
მათ უკვე მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას და სამი კლასის წარჩინებით დამთავრებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპიუტერები გადასცა.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ვიდეო იქნება მესიჯი, რომელიც მიაღწევს ჩვენი სკოლის სხვა მოსწავლეების ყურამდე და კიდევ ერთხელ დაარწმუნებს მათ იმაში, რომ მხოლოდ განათლებაა კარგი და ნათელი მომავლის საწინდარი, რომ მხოლოდ ცოდნითა და შრომით მოიპოვება ნანატრი თავისუფლება.
წარმატებებს გისურვებთ ჩვენო უსაყვარლესო ბავშვებო !
განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენი სკოლის დირექტორ - ელისაბედ ჩქარეულს და სასწავლო ნაწილს - მარიკა სოლოღაშვილს. მათი ღვაწლი ამ შესანიშნავ საქმეში ძალიან დიდია.
ცოდნით სინათლისკენ საქართველოსთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება