| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ კიდევ ერთი სასწავლო წელი დაასრულა წარმატებით. როგორც გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ etaloni.ge-სთან განაცხადა, წელსაც საამაყო იყო კურსდამთავრებულთა შედეგები, რომლებმაც სკოლა საუკეთესო ქულებით დასრულეს.
ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ყოველთვის გამოირჩევიან მაღალი აკადემიური შედეგებით, წელსაც 15 კურსდამთავრებულიდან 6 ოქროს მედლის კანდიდატია. აღსანშნავია ისიც, 12 მათაგანი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს ელოდება.
„2021-2022 სასწავლო წელი მოსწავლეებმა მაღალი აკადემიური შედეგებით დაასრულეს. 15 მეთორმეტე კლასის მოსწავლიდან 6 ოქროს მედლის კანდიდატია, რაც ნამდვილად საამაყო შედეგია“, - აღნიშნავს დეკანოზი და იმასაც გვეუბნება, რომ ახლა მათი კურსდამთავრებულები ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგებს ელიან.
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კურსდამთარებულებიდან 12 ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იყო გასული და ახლა შედეგების მოლოდინში არიან. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ქულები არ არის ცნობილი, მოსწავლეებს კარგი შედეგების მოლდინი აქვთ, ვიანიდან გამოცდებით და თავიანთი თავით თვითონ კმაყოფილები არიან და ჩვენც გვჯერა რომ ისინი საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ“, - აღნიშნა დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ