სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

დღის რა პერიოდი შეიძლება იყვნენ ზაფხულში ბავშვები მზეზე?
06-08-2022
-
+


ზაფხულში ადამიანების დიდი ნაწილი ცდილობს, რომ გაირუჯოს და მზის სხივებით დატკბეს. შვებულების მნიშვნელოვან პერიოდს სწორედ ამ პროცესს უთმობენ.

მიუხედავად იმისა, რომ მზის სხივები სასარგებლოა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ჯანმრთელობისთვის ზიანის მოტანაც შეუძლია. განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში. არაერთი კვლევა არსებობს იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს და დღის რა პერიოდში უნდა გააჩეროთ ბავშვები მზეზე. ჩვენ სწორედ ამ რეკომენდაციებს გიზიარებთ.

სუფთა ჰაერზე ყოფნა ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლოა. ეს მათ ენერგიით ავსებს და აჯანსაღებს. გარდა ამისა, მოზარდები ზაფხულში დროს დიდ ნაწილს ეზოში თამაშში ატარებენ.

6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვები მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულები უნდა იყვნენ. მათი კანი ძალიან ცოტა მელანინს შეიცავს და ამიტომაც უფრო მოსაფრთხილებელია. მელანინი არის პიგმენტი, რომელიც კანს, თმას და თვალებს ფერს აძლევს და გარკვეულწილად, მზისგან დაცვასაც უზრუნველყოფს.

მზის გულზე არც მოზარდები უნდა იყვნენ. განსაკუთრებით, დილის 11-დან დღის 3-4 საათამდე. ამ დროს მზე ზენიტშია და განსაკუთრებით აცხუნებს. თუ გარეთ გასვლა გიწევთ ეცადეთ, რომ კეპი მაინც დაიფაროთ.

თუ ბავშვები მზეზე არიან, მზისგან დამცავი საშუალება აუცილებლად წაუსვით. მაშინაც კი თუ ისინი უბრალოდ ეზოში თამაშობენ. ეცადეთ, რომ მზისგან დამცავი კრემის გამოყენება მათთვისაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ ულტრაიისფერი სხივები დედამიწაზე მოღრუბლულ და გრილ დღეებშიც კი აღწევს. ამ „უხილავმა მზემ“ შესაძლოა დამწვრობა და კანის დაზიანება გამოიწვიოს.

ზაფხული გართობისა და დასვენებისთვის ყველაზე კარგი პერიოდია. მიუხედავად ამისა, უნდა ეცადოთ, რომ ბავშვებს ისეთი აქტივობები შევთავაზოთ, მზესთან ნაკლები კონტაქტი მოუწიოთ. შეგიძლიათ ეს დღის დასაწყისში ან მეორე ნახევარში გადაანაწილოთ, რათა მზის საშიშ სხივებსა და მათ ზემოქმედებას მაქსიმალურად მოერიდოთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება