სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა ითვლება სამსახურში მასწავლებლის შევიწროვებად და როგორ უნდა იმოქმედოთ
29-07-2022
-
+


სამსახურში შევიწროვების მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერ სფეროში დასაქმებული ადამიანი გახდეს. მათ შორის, რა თქმა უნდა, პედაგოგებიც არიან.

შევიწროვების ძირითადი ტიპები სიტყვიერი და ფსიქოლოგიურია, თუმცა არსებობს უფრო სერიოზული ფორმებიც, როგორიცაა ფიზიკური და სექსუალური. სამუშაო ადგილზე ყველა სახის შევიწროება უკანონოა. ის თანამშრომლის პროდუქტიულობაზე, კომფორტსა და უსაფრთხოებაზე აისახება. თუ საქმის კურსში ჩაყენების მიუხედავად დამსაქმებელი სათანადოდ არ მოქმედებს, დასაქმებულს შეუძლია ორგანიზაციას უჩივლოს და იურიდიული პასუხისმგებლობა დააკისროს.

შევიწროვება შესაძლოა რომელიმე ქვემოთჩამოთვლილ მიზეზთან იყოს დაკავშირებული:

  • ასაკი;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • სქესის შეცვლა;
  • ორსულობა და მშობიარობა;
  • რასა;
  • რელიგია ან რწმენა;
  • სექსუალური ორიენტაცია.

როგორ ზემოთაა აღნიშნული, სამუშაო ადგილზე შევიწროვება შეიძლება სიტყვიერი, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იყოს. ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი ინციდენტი, მაგრამ უფრო ხშირად მსგავსი ქცევა განმეორებადია და შესაძლოა, ონლაინაც გაგრძელდეს.

არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა, თუ რა შეიძლება აღიქმებოდეს სამსახურში შევიწროვებად.

სკოლაში მასწავლებლის შევიწროვების მაგალითები ძირითადად ასე გამოიყურება:

  • უფროსი თქვენი სწავლების მეთოდებს უსამართლოდ აკრიტიკებს და ხშირად გამოწმებთ;
  • უფროსი, სხვა თანამშრომლებთან შედარებით, უფრო გტვირთავთ და ბევრ სამუშაოს გაძლევთ;
  • უსამართლოდ გექცევიან, როდესაც საქმე დაწინაურებას ან რაიმე ტრენინგის გავლას ეხება - გაგრძობინებენ, რომ ამას ვერ შეძლებთ;
  • უფროსი თქვენთვის ყოველთვის რთულ კლასებს არჩევს და ფაქტობრივად, გაიძულებთ, რომ კომპეტენციის მიღმა იმუშაოთ;
  • თანამშრომელი ან უფროსი სამუშაო გარემოში სხეულზე არასათანადოდ გეხებათ;
  • სამსახურში ფიზიკურად ზედმეტად გიახლოვდებიან და თავს უხერხულად გაგრძნობინებენ;
  • ისეთ „კომპლიმენტებს“ გეუბნებიან, რაც არ გსიამოვნებთ;
  • კოლეგები სოციალური ღონისძიებებიდან გრიცხავენ;
  • კოლეგა მოსწავლეთა მშობლების წინაშე თქვენზე არასასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს;
  • სამსახურში ჰომოფობიურ მეტსახელს გიწოდებენ;
  • უფროსი შეხვედრებზე თქვენი მისამართით რასისტულ ან სექსისტურ მიმართვებს იყენებს;
  • მშობელი სოციალურ ქსელში თქვენს შესახებ ცრუ ჭორებს ავრცელებს;
  • მოსწავლე გემუქრებათ ან ფიზიკურად გიტევთ;
  • მოსწავლეთა ჯგუფი თქვენს შესახებ შეურაცხმყოფელ ხუმრობებს ამბობს.

სამუშაო გარემოში შევიწროვების მსხვერპლი ორივე სქესის წარმომადგენლები ხდებიან. სინამდვილეში, მსგავსი ფაქტის წინაშე შეიძლება ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს. მნიშვნელობა არც დასაქმებულის თანამდებობას აქვს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ უფროსს სამსახურში დაქვემდებარებული პირი ავიწროვებდეს. ეს კი მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და პროდუქტიულობაზე ძალიან აისახება.

თუ ფიქრობთ, რომ სამსახურში შევიწროების მსხვერპლი ხართ, არ გაჩუმდეთ და სათანადოდ იმოქმედეთ. ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს შეატყობინეთ და საკუთარი უფლებები დაიცავით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება