სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღარის საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებების შესახებ საინტერესო შეხვედრა გაიმართა
28-07-2022
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტის ფარგლებში თემაზე - „როგორ იცვლებოდა მსოფლიოში კანონმდებლობა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით“ შეხვედრა გაიმართა.

ამავე თემასთან ერთად, პირადი სამაგისტრო სასწავლო კურსიდან მიღებული ინფორმაციის გაზიარების მიზნით, გაერთიანდა ბავშვთა უფლებებიც. შეხვედრას ესწრებოდენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის წარმომადგენლები: მამული ბუჭუხიშვილი, ვლადიმერ ადიშვილი და იმერი ბასილაძე. ასევე, ბავშვის უფლებათა ექსპერტი ნატო ქობულაძე და მაკუნა ბუჭუხიშვილი. ღონისძიებას ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო მეტრეველი.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილე მოსწავლეები კი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

„ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის და საინტერესო შეხვედრისთვის. მადლობას ვუხდი ღარის სკოლის დირექტორს ქალბატონ ანა მეტრეველს გვერდში დგომისთვის და აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობისათვის, ასევე ყველა ჩემს კოლეგას თანამონაწილეობისათვის და ჩართულობისათვის. ძალიან დიდი მადლობა სკოლის ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით VIII კლასის ბავშვებს, საინტერესო და ნაყოფიერი პრეზეტაციისთვის“, - წერია სკოლის პედაგოგის, გიორგი ლობჯანიძის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ VIII კლასის მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებებზე ელექტრონული წიგნი შექმნეს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება