სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უწერის საჯარო სკოლა ანი მეტრეველმა ასახელა - „ონის ეტალონი მოსწავლე“ მისი ბრწყინვალე წარმატების დამადასტურებელი დიპლომით დაჯილდოვდა
26-07-2022
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლა მეთერთმეტეკლასელმა, ანი მეტრეველმა განსაკუთრებულად ასახელა. მოსწავლემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ბრწყინვალე წარმატება მოიპოვა და „ონის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი მოიპოვა. 

მან საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ონის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა და „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის საგზურიც მოიპოვა. 

ანი მეტრეველმა მუნიციპალიტეტებში ჩატარებულ დისტანციურ კონკურსებში გამარჯვებულ 30 საუკეთესო მოსწავლეს შორის იასპარეზა, რაც სკოლისთვის განსაკუთრებით საამაყოა. მოსწავლეს „ეტალონმა“ მისი ბრწყინვალე წარმატების დამადასტურებელი დიპლომი მიანიჭა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი 20 ივლისს დისტანციურ ფორმატში გაიმართა. 

მიმდინარე წლის აპრილიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 30 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება