სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„უნდა იყოს თუ არა მასწავლებლის ხელფასი ბავშვების აკადემიურ მიღწევებზე დამოკიდებული” - რა საკითხები შეხვდათ უცხოური ენის გამოცდაზე პედაგოგებს
22-07-2022
-
+


დღეს, პედაგოგები და პედაგოგობის მსურველები გამოცდას უცხიური ენასა და ისტ-ში აბარებენ. გამოცდიდან გამოსლმა აპლიკანტებმა დეტალურად გაიხსენეს ტესტში მოსული საკითხები და etaloni.ge-სთან საუბრისას ტესტის სირთულეც შეაფასეს. მათი თქმით, პირს რომელიც მასწავლებელია ან სურს მასწავლებელი გახდეს ამ დონის ტესტის დაწერა არ უნდა გაუჭირდეს. 

„ინგლისური ენის გამოცდა ჩავაბარე, ნამდვილად არ იყო რთული. უბრალოდ გამოცდებზე ვინც გვესწრებოდნენ ისინი არ არიან მზად დასახმარებლად, როცა პირველად გადიხარ გამოცდებზე კითხვები გაქვს ტესტის შევსებასთან დაკავშირებით და ამ მხრივ მომზადებულები არ იყვნენ. ვერ გეუბნებიან სად რა უნდა ჩაწერო. თემაც იყო დასაწერი, რთული აბსოლუტურად არაფერი. თემა შეეხებოდა -„უნდა იყოს თუ არა მასწავლებლის ხელფასი ბავშვების აკადემიურ მიღწევებზე დამოკიდებული”. წერილს რაც შეეხება, ერთ-ერთ ვაკანსიაზე უნდა გაგეგზავნა სამოტივაციო ორშაბათს ზეპირი გამოცდაა და ძალიან კარგი მოლოდინები მაქვს”, - გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

„წელს ინგლისური ჩავაბარე. ჯერ სტუდენტი ვარ თუმცა შარშან გეოგრაფიის გამოცდა ჩავაბარე. გამოცდებს რაც შეეხება ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო. ვისაც მასწავლებლობაზე აქვს პრეტენზია ან მასწავლებელია უნდა ჩაებარებინა, რადგან წინა წლებთან შედარებით განსხვავებული არაფრით არ იყო. სირთულის დონითაც B2-ის დასაწყისია. წერილის დავალებაში ვაკანსია იყო გამოქვეყნებული და უნდა გაგეგზავნა შენი რეზიუმე და მონაცემები. მუშაობა უნდა დაგეწყო საექსპერტო ჯგუფში, რომელიც განათლების რეფორმას ატარებდა და უნდა მოგეყოლა შენი გამოცდილება, გეთქვა თუ რატომ ხარ შესაფერისი ამ ვაკანსიისთვის. ესეს რაც შეეხება, იყო „უნდა იყოს თუ არა მასწავლებლის ხელფასი დამოკიდებული მისი მოსწავლეების აკადემიურ შედეგებზე”, ანუ თუ დიდი მიღწევებია მაღალი უნდა იყოს ხელფასი თუ მცირე - დაბალი. მოსასმენს რაც შეეხება იყო რაღაც ფსიქოლოგიურ მეთოდზე. „თრუ” და „ფოლსში” ერთ ტესტი იყო მოხუც ადამიანებზე, ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე, როგორ გავზარდოთ ან შევამციროთ. გასასწორებელი ტექსტი არ მახსოვს სიმართლე გითხრათ რადგან შინაარსს ნაკლებად მივაქციე ყურადღება - ფოტოგრაფობაზე იყო. სულ 8 საკითხი იყო”,- გვითხრა იოანე მახარაძემ.

„ინგლისური ჩავაბარე და თუ მასწავლებელი ხარ, ამდენი ინგლისური უნდა იცოდე, რომ დაწერო. თემა მასწავლებლების ანაზღაურებას შეეხებოდა და კარგია, რომ საკითხები განათლების სისტემიდან მოდის. წერილს რაც შეეხება სამოტივაციო წერილის ნიმუში იყო რომ რაღაც ვაკანსიაზე უნდა დაწერო რატომ შეესაბამები. მაგ დავალების მიზანი ჩემთვის გაურკვეველია. ორშაბათს speaking-ია. დღეს უფრო ვინერვიულე ორშაბათზე აღარ ვღელავ”, - აღნიშნა აპლიკანტმა.

შეგახსენებთ რომ უცხოური ენის ტესტის მოსასმენ ნაწილს პედაგოგები და მსურველები ორშაბათს, 25 ივლისს ჩააბარებენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება