სიახლეები
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აცხადებს სტუდენტების მიღებას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“
21-07-2022
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, რეიტინგული და მოთხოვნადი სახელმწიფო უნივერსიტეტია დღეს საქართველოში.  KIU-მ სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო და მცირე დროში შეძლო სახელმწიფო უნივერსიტეტების რეიტინგის სათავეშიც მოქცეულიყო (2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით). საინტერესო და შთამბეჭდავია ის შეფასებები, რაც ევროპელი პარტნიორების მიერ არაერთხელ დაფიქსირდა KIU-ს შესახებ. 2021 წლის მონაცემებით KIU მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მიერ აღიარებული იქნა, როგორც ყველაზე მზარდი და პროგრესული საგანმანათლებლო ჰაბი რეგიონში. 

მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, მიმდინარე წელს  KIU კიდევ ერთ სიახლეს გვთავაზობს და აცხადებს სტუდენტების მიღებას ახალ სამაგისტრო პროგრამაზე „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (Finance and Information Management - FIM). აღსანიშნავია, ხომ FIM პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წელს ТUM-ის ბაზაზე შეიქმნა, 2008, 2011, 2014, 2017 და 2020 წლებში სამაგისტრო პროგრამების ყველაზე უფრო ცნობილ გერმანიის სარეიტინგო სისტემაში (CHE Master Ranking) ნომერ პირველ პროგრამად დასახელდა, ყველა კატეგორიაში.  

პროგრამის ხელმძღვანელი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUМ) ფინანსური მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რუდი ზაგსტია (Rudi Zagst), რომელიც აღნიშნული პროგრამის შემქმნელი და განმახორციელებელია TUM-ში. პროგრამას ასევე ჰყავს თანა ხელმძღვანელი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი,  ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი. 

ორწლიანი (120 კრედიტიანი) პროგრამის მიზანია ფინანსებისა და ინფორმაციული მენეჯმენტის სფეროში კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება და უკვე პრაქტიკოს მენეჯერებში იმ ცოდნის გაღრმავება, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს დამოუკიდებლად განახორციელონ ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტი სხვადასხვა სექტორში. 

განსხვავებული და სპეციფიურია თავად ის კონცენტრაციები, რასაც FIM პროგრამა მოიცავს. კერძოდ:
რაოდენობრივი ფინანსები (Quantitative Finance – QF)
ფინანსური მართვა (Financial Management – FM)
ბიზნეს და საინფორმაციო სისტემების ინჟინერია - (Business and Information Systems Engineering – BISE) 

პროგრამაში ჩართულია საერთაშორისო აკადემიური პერსონალი, რომლებიც FIM პროგრამას მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტორონტოს უნივერსიტეტში და სხვა ინსტიტუციებში ახორციელებენ.  

FIM-ის პროგრამა მდიდარია ისეთი სასწავლო კურსებით, როგორებიცაა: ბლოკჩეინების სისტემის ინჟინერია (Blockchain Based Systems Engineering), საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპლექსური შემოწმება და აუდიტი (IT Due Diligence & Audit), ფინანსური ეკონომეტრიკა (Financial Econometrics), მანქანათმცოდნეობა (Маchine Learning), ციფრული შეფერხება, ინოვაცია და ტრანსფორმაცია (Digital Disruption, Innovation and Transformation) და სხვა.  პროგრამა განხორციელდება ინგლისურ ენაზე. 

 რა კარიერულ შესაძლებლობებს სთავაზობს FIM პროგრამა?

მრავალფეროვანია იმ მიმართულებების ჩამონათვალი, სადაც FIM პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმებას ან საქმიანობის გაგრძელებას. ეს იმ სექტორების ჩამონათვალია, რომლებიც ყველაზე მეტად მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი იქნება უკვე 2030 წლისთვის. ეს სექტორებია: ფინანსური სექტორი; სტარტაპები, განსაკუთრებით ე.წ. ფინ-ტექ სექტორი (FinTech) და სადაზღვევო-ტექ (Insurе-Tech) კომპანიები; სადაზღვევო კომპანიები; საინვესტიციო კომპანიები; საკონსულტაციო ორგანიზაციები, რომლებიც სპეციალიზირდებიან ციფრული ფინანსური სერვისების კონსულტაციაზე, კონცეპტუალური პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინსა და განვითარებაზე; ჯანდაცვა და ფარმაცევტული სექტორი; კომპიუტერული და მონაცემთა მეცნიერების სექტორი; მულტინაციონალური კომპანიები დისტრიბუციასა და წარმოების სექტორებში. FIM პროგრამის კარიერული შესაძლებლობები, ფაქტობრივად, მოიცავს ყველა სექტორს, სადაც ფინანსების მართვის ტექნოლოგიური მოდელების საჭიროებებია.  

რა არის პროგრამის საფასური და თუ არის შესაძლებლობა სტუდენტმა მოიპოვოს დაფინანსება?

პროგრამის ყოველწლიური საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის 12,250 ლარს შეადგენს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი 7,000 ევროს. აღნიშნულ თანხაში შედის: სწავლის საფასური, თბილისი-ქუთაისი-თბილისის ტრანსპორტირება, KIU შიდა საუნივერსიტეტო შატლები, KIU მისასალმებელი ნაკრები ლეპტოპით (საჭიროების შემთხვევაში, KIU– სგან უფასოდ შეიძლება ლეპტოპის მიღება 2 წლის ვადით პროგრამის განმავლობაში), KIU ელ.ფოსტა, Office365, KIU კორპორატიული ნაკრები, KIU LMS– ზე წვდომა, ონლაინ ბიბლიოთეკა და ა.შ.

საუკეთესო კანდიდატებს, ვინც პროგრამაზე ჩააბარებს, უნივერსიტეტი სწავლის დაფინანსებას სთავაზობს. დაფინანსების მოპოვება ხდება განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. დაფინანსება განხორციელდება შესაბამის კატეგორიაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე, სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების გათვალისწინებით. პროგრამის და გრანტების შესახებ დეტალები იხ. აქ.

LEPL Kutaisi International University is one of the fastest growing, high ranking and sought-after state universities in Georgia today.  The KIU welcomed its first cohort of students in the fall of 2020 and held on to its top ranking in a short time (according to the average competition score for the 2021 Unified National Examinations). There have been impressive accounts of KIU’s success reported by the European partners.  As of 2021, KIU was recognized as the fastest growing and progressive educational hub in the region by the Technical University of Munich (TUM).
This year in partnership with the Technical University of Munich, KIU brings forward yet another program and announces the admission of students to the new master's program in "Finance and Information Management - FIM".  FIM program was established at TUM in 2004 and has been ranked top by nationwide CHE Master-Ranking of 2008, 2011, 2014, 2017, and 2020 of the newspapers “Die Zeit” and “Handelsblatt” ranked 1st  in all categories.
FIM program head at KIU is the Head of the Financial Mathematics Department at the Technical University of Munich (TUМ), Professor Rudi Zagst, who is the creator and implementor of the program at TUM. Co-head of the program is the Head of the Kutaisi International University School of Management and bachelor’s degree program in Management, Doctor of Economic Sciences, Professor Natia Zedginidze-Jishkariani. 
The goal of the two-year (120-credit) program is to train competitive specialists in the field of finance and information management and to enhance the expertise of practicing managers, allowing them to independently apply finance and information management in various sectors. 
The concentrations that the FIM program includes are different and specific:
Quantitative Finance – (QF)
Financial Management (FM)
Business and Information Systems Engineering - (BISE) 
International academic personnel will be involved in the program from the Technical University of Munich, the University of Toronto and other higher education institutions.
The FIM program is rich in following teaching courses: Blockchain System Engineering, Blockchain Based Systems Engineering, Complex IT Inspection and Audit (IT Due Diligence & Audit), Financial  Econometrics, Machine Learning, Digital Disruption, Innovation and Transformation, etc..   The program will be implemented in English. 

What career opportunities does the FIM program offer?
There is a diverse list of areas where the FIM program graduates can find employment or continue their professional career. Those sectors will be most in demand and high-paying by 2030 such as the financial sector; start-ups, especially the so-called FinTech sector (FinTech) and insurance-tech (Insurе-Tech) companies; insurance companies; investment companies; consulting organizations that specialize in consulting digital financial services, conceptual software design and development; healthcare and pharmaceuticals;  sector; Computer and data science sector; Multinational companies in distribution and production/manufacturing sectors. The career opportunities of the FIM program covers all sectors where financial management technology models are needed.   
What is the program fee and is there an opportunity for students to obtain funding?

The annual program fee is GEL 12,250 for Georgian citizens, and 7,000 euros for foreign citizens.  The fee covers local transportation (Tbilisi-Kutaisi-Tbilisi), KIU Internal University shuttles, welcome kit with a laptop (if necessary, a KIU laptop can be provided free of charge for the program duration), email, Office365, corporate kit, access to KIU LMS, online library, etc.
The KIU offers tuition funding to the best candidates. Funding shall be obtained after the application procedure and submission of relevant documents. Funding will be provided through the budget allocated within the relevant category. It is a competitive process and scores obtained at the Master’s program admission exam will be taken into consideration. For more detailed information on programs and grant opportunities please visit HERE.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
5-6 მაისს ტრანსპორტის სამუშაო განრიგი იცვლება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს - დეტალები
აღდგომის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და ასხამდნენ აგუნას წვენს
დიდი მარხვის ბოლო დღე - რა უნდა ვიცოდეთ „დიდი შაბათის“ შესახებ
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
რა არ უნდა გააკეთოთ წითელ პარასკევს - დაუშვებელია, სიმღერა, გართობა, საოჯახო საქმეები....
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება