სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, კონკურსი

საქართველოს SUPER ოჯახები - ათეულის ვინაობა ცნობილია
20-07-2022
-
+


„ეტალონის“ და izrune.ge-ს 2022 წლის SUPER ოჯახების პირველი LIVE გადაცემის სამეული უკვე ცნობილია. 

20 ივლისს 16:00 საათზე „ეტალონმა“ და izrune.ge-მ ოჯახები მთელი საქართველოს მასშტაბით გააერთიანა და მხიარულ,მამოტივირებელ არაფორმალურ შეჯიბრში ჩართო. ემოციური კონკურსი უკვე ტრადიციად იქცა და ყოველ ჯერზე ოჯახების მაგალითზე გუნდურობის უპირატესობის წარმოჩენას „ეტალონის“ უცვლელი სტანდარტებისა და ხარისხის შესაბამისად ახერხებს. 

პროექტს „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი, სოციალურ მეცნიერებათ დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, SUPER ოჯახები კი ვიდეო პლატფორმის საშუალებით მთელი საქართველოდან მონაწილეობდნენ, ხოლო ცოდნა izrune.ge-ს სპეციალური ინოვაციური პლატფორმის საშუალებით წარმოაჩინეს. 

2022 წლის ივლისის საქართველოს SUPER ოჯახების იღბლიანი ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:





საქართველოს  SUPER ოჯახები გახლავთ უპრეცედენტო დისტანციური ONLINE საოჯახო გადაცემა-თამაში, რომელშიც სახლიდან გაუსვლელად, ყველასთვის თანაბარ პირობებში დიდი ოჯახური სამზადისი, მხიარულება, ემოციები და მეყსეული ONLINE შეფასებებია გაერთიანებული. კონკურსი თანაბრად ახერხებს გუნდურობის უპირატესობის, განსხვავებული ასაკისა და თაობის ადამიანთა თანამოაზრეობის, ინტელექტის შედეგებისა და „საქართველოს ეტალონი სუპერ ოჯახის ტიტულის“ მფლობელების გამოვლენა-წახალისებას. კონკურსი izrune.ge-ს ინოვაციური ტექნოლოგიებსა და „ეტალონის“ გამოცდილებას შესანიშნავად აერთიანებს.

SUPER ოჯახების ინტელექტუალურ შერკინებას შეგიძლიათ უყუროთ „ეტალონის“ და izrune.ge-ს ფეისბუქ-გვერდებზე ევე ჩვენს ვებ-გვერდზე ETALONI.GE

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

როდის მრგვალდება მოსწავლის ქულა მთელის სიზუსტით და როდის არა

საბაზო საფეხური წარჩინებით 14 600-მა მოსწავლემ დაამთავრა - ბიუჯეტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
„მადლობა, თითოეულ მოსწავლეს ამ ლამაზი და შინაარსიანი საღამოსთვის“
 
მარიამმა დამაჯერებლად გააცნო საერთაშორისო აუდიტორიას ქართული კულტურა და დამწერლობის ისტორია
 

გორელოვკის N2 საჯარო სკოლა​ში თარიღს გამორჩეულად გამოეხმაურნენ

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება