სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის შეძლებთ გარე დაკვირვების გავლას? - ინფორმაცია სტატუსის ამაღლების მსურველთათვის
22-07-2022
-
+


მასწავლებლები, რომლებსაც კარიერული წინსვლა სურთ, გამოცდას პროფესიულ უნარებში აბარებენ, თუმცა სტატუსის ასამაღლებლად მხოლოდ გამოცდის ჩაბარება არ კმარა. ამისთვის კომპლექსური შეფასებაა საჭირო.

გარე დაკვირვება კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის დროსაც მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილი შესაბამისი შეფასების რუბრიკის მიხედვით ფასდება. სტატუსის ამაღლების მსურველ პედაგოგებს მასწავლებლის სახლის წარმომადგენლები დაესწრებიან და შეაფასებენ.

როდის გაივლის გარე დაკვირვებას მასწავლებელი, რომელიც პროფესიულ უნარებში დაწესებულ ბარიერს წარმატებით გადალახავს?

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მასწავლებლებს პროფესიული უნარების გამოცდაზე მიღებული ქულა 3 წლით შეენახებათ. მოცემული 3 წლის განმავლობაში კი მათ უფლება აქვთ, გაიარონ კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი.

უფროსი მასწავლებლის და წამყვანი მასწავლებლის მიერ პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, სკოლის დირექცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების მიზნით მიმართავს. წინადადების მიღების მიმდინარე ან მომდევნო სემესტრის განმავლობაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები სტატუსის ამაღლების მსურველ პედაგოგს დაესწრებიან. გარდა გარე დაკვირვებისა, ისინი ჩაატარებენ სასკოლო საზოგადოებასთან გასაუბრებას და შეაფასებენ მასწავლებლის პორტფოლიოსაც.

შეგახსენებთ, რომ პროფესიული უნარების გამოცდაზე წამყვანობის მსურველმა მინიმუმ 43 ქულა უნდა დააგროვოს, მენტორობის მსურველმა კი - მინიმუმ 53 ქულა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება