სიახლეები
ეტალონი

„ეტალონის“ დაწყებას სულ გაფაციცებით ელიან“-ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
12-07-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

11 ივლისს კონკურსის პირველი ეტაპი ახალქალაქელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 88 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 13 ივლისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები საუბრობენ.

ტირუნ მელიქიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩემი მოსწავლეების მონაწილეობით კმაყოფილი ვარ. ბავშვები მეორე ეტაპზე წელსაც გადავიდნენ და მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული მათგანი ძალიან კარგად სწავლობს. პირადად მე, შედეგებითა და მონაწილეობით კმაყოფილი ვარ. პროექტში ჩვენი სკოლა დიდი ხანია ჩართულია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები დაინტერესებულები არიან კონკურსით და ამავდროულად, საკმაოდ მოტივირებულებიც. ბავშვებს ძალიან უნდათ ასეთი კონკურსები ბევრი იყოს. „ეტალონით“ ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. 

ჰაიასტან მოვსესიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი მოსწავლეები „ეტალონში“ დაწყების დღიდან არიან ჩართულები. დიდი ინტერესით ელიან ყოველ წელს. გუშინ I ეტაპი გაიმართა ბავშვებმა თავად გამაგებინეს, რომ ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ვფიქრობ, ბავშვები აქტიურად უნდა ჩაერთონ, რადგან ბევრი საინტერესო საკითხია. იმ პერიოდში, როდესაც პროექტი პირდაპირ რეჟიმში იმართებოდა ვესწრებოდი ჩემთვის მაშინაც საინტერესო და ბავშვებისთვის მით უმეტეს. 

ვარდო შაინიძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დირექტორი:

პროექტში ჩვენი სკოლა უკვე რამდენიმე წელია ჩართულია და კმაყოფილი ვარ მე პირადად. ბავშვებიც „ეტალონის“ დაწყებას სულ გაფაციცებით ელიან. ვფიქრობ, ინტელექტ-ჩემპიონატს მოსწავლეებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან უვითარებს: შემოქმედებით, კრიტიკულ და დამოუკიდებელ აზროვნებას. „ეტალონი“ პირადად მე ძალიან მომწონს, ბავშვები ბევრ ახალს სწავლობენ. ვფიქრობ, მოსწავლეები პროექტში აქტიურად უნდა ჩაერთონ, რადგან ისეთი საკითხებია, რომლებიც მოტივაციას აღვიძებს. 

ეთერი ნადირაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მისი დაწყების დღიდან ვართ ჩართულები. ბავშვებიც სულ ელოდებიან და დიდი მონდომებით ერთვებიან ხოლმე. ვფიქრობ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იმყარებენ ცოდნას, გამოცდილებას და სწავლისადმი მოტივაცია ეზრდებათ. ასე ვთქვათ - გამარჯვებისთვის იბრძვიან. 

ანზორ მიქელაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დაარსების დღიდან ვმონაწილეობთ, ვფიქრობ, პროექტი საგანმანათლებლო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია და ვისურვებდი უფრო ხშირად ტარდებოდეს. „ეტალონის“ საშუალებით სკოლის ცოდნის დონე ჩანს და ბავშვების განათლება მაქსიმალურად ვლინდება. ჩემი მოსწავლეებიც მუდამ ელოდებიან პროექტის დაწყებას. 

გურამ ლომსაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის დირექტორი:

პროექტში დაახლოებით 5 წელია რაც ჩართულები ვართ. სხვათა შორის, მოსწავლეებმა მკითხეს, ინტერნეტში წავიკითხეთ პროექტის დაწყების შესახებ და როდის იქნებაო? - ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვები ელოდებიან პროექტს. „ეტალონს“ დიდი მნიშვნელობა აქვს სასკოლო ცხოვრებაში, რადგან ბავშვები საკუთარ ცოდნას ამოწმებენ, რომელიმე კონკრეტული საგნის მიმართ თუ აქვთ რაიმე ხარვეზი, რათა შემდეგში გამოასწორონ და უფრო მაღალი ქულები აიღონ. ძალიან მონდომებულები არიან და კმაყოფილი ვარ მათი მონაწილეობით. 

შორენა აკოფაშვილი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორი:

პროექტში ჩვენი სკოლა დიდი ხანია ჩართულია. პირადად მე ჩემი მოსწავლეების აქტიურობითა და შედეგებით კმაყოფილი ვარ. „ეტალონის“ საშუალებით პირველ რიგში ბავშვებს სწავლისადმი მოტივაცია ეზრდებათ. ძალიან დიდი ინტერესით ერთვებიან და შინაგანი თუ გარეგანი მოტივაცია დიდია, რადგან უნდათ პირველობა მოიპოვონ, ეს კი ძალიან კარგია.

თამაზ აბაშიძე, თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის დირექტორი:

​ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპზე ჩვენი სკოლის რამდენიმე მოსწავლე გადავიდა, რაც ძალიან მახარებს. პროექტის დაწყების დღიდან ჩემი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები. 2017 წელს ჩემი შვილიშვილი გახდა „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლე“. შედეგებითა და მონაწილეობით პირადად მე კმაყოფილი ვარ. „ეტალონი“ ნამდვილად ინტელექტუალური პროექტია და მოსწავლეთა განვითარებას უწყობს ხელს. ყოველთვის მივესალმებით აღნიშნულ პროექტს და სიხარულით ვმონაწილეობთ.

არმენაკ ფოლორჩიან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონთან“ ჩვენი სკოლა წლებია აქტიურად თანამშრომლობს. ბავშვებს პროექტში მონაწილეობა მუდამ უხარიათ და მათი სურვილია აქტიურად ჩაერთონ, რაც ძალიან მახარებს. მოსწავლეების „ეტალონში“ მონაწილეობით პირადად მე კმაყოფილი ვარ მით უფრო, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებულად აქტიურად ჩაერთნენ. ახლა უკვე თვითონ მოსწავლეები ითხოვენ „ეტალონში“ მონაწილეობას. ჯერ ერთი მათში მოტივაციამ გამოიღვიძა წინსვლის მიმართ და ასევე უხარიათ, რომ ტესტის დასრულების შემდგომ სიგელებსაც იღებენ. ვფიქრობ, პროექტი უფრო ხშირად უნდა ტარდებოდეს. პირადად მეც აქტიურად ვარ ჩართული და მზად ვარ ჩემს მოსწავლეებს, განათლებას და „ეტალონს“ ვემსახურო, რათა განათლების სისტემამ უფრო წინ წაიწიოს და ბავშვებმა ცოდნა კიდევ უფრო მეტად გაიღრმაონ.


ასევე იხილეთ:

ახალქალაქელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება