სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„როგორც ცოცხალი არსება ვერ გაძლებს უჰაეროდ, ისე არ შემიძლია ვიცოცხლო სკოლის გარეშე“- გულიკო ფირცხალავა, დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორი
11-07-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის დირექტორ გულიკო ფირცხალავას დაუკავშირდა. 

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- სიცოცხლე. როგორც ცოცხალი არსება ვერ გაძლებს უჰაეროდ, ისე არ შემიძლია ვიცოცხლო სკოლის გარეშე. ასე მგონია მე და ჩემი სკოლა, რომელსაც უკვე რამოდენიმე ათეული წელია ვხელმძღვანელობ, ერთად მივეჩვიეთ ამ წუთისოფელს.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- წარმატებებს ვაღწევთ, როცა ინოვაციურ მეთოდებსა და სიახლეებს ვნერგავთ სწავლა სწავლების პროცესში, როცა ვხედავ თითოეულ წარმატებულ მოსწავლეს და მასწავლებელს, როცა ვისმენ ლამაზად ჩატარებულ გაკვეთილებს, როცა სკოლაში მაქვს მშვიდი და უსაფრთხო გარემო.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- სევდასა და ნოსტალგიებს იწვევს, რაღაცნაირად მზიან-ჩრდილიანია. მიხარია და მეამაყება მათი დაფრთიანება, მაგრამ გული მწყდება, რადგან სკოლას ტოვებენ, თუმცა სკოლასთან კავშირს არასდროს წყვეტენ.
სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, თაობათა დინამიკა არასდროს წყდება, მათთან ერთად ვამთავრებ სკოლას ყოველ წლიურად და მათთან ერთად ვიწყებ სწავლას.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ თავიანთი საქმე და ახალგაზრდობა, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გათავისებული აქვთ თავიანთი მოვალეობა ქვეყნისა და ერის წინაშე.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- სწავლასა და სპორტში. მრავალ კონკურსსა და ოლიმპიადაში. ეს წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ ვისწავლეთ სიძნელეებთან ბრძოლა და გამკლავება. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ერთად დგომა, თანამშრომლობა, თანამოაზრეობა უდიდესი პასუხისმგებლობა ნებისმიერ დაავადებას დაამარცხებს.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- გაითავისონ, რომ ადამიანს გარდა აკადემიური ცოდნისა სხვა უნარებიც სჭირდება. აქტიური საქმიანი და ჯანსაღი ურთიერთობა არ გაწყვიტონ სკოლასთან, რათა ერთად მივაღწიოთ საერთო მიზანს: აღვზარდოთ სრულფასოვანი მოქალაქეები.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- მინდა მშვიდობა ვუსურვო მთელ საქართველოს, ბედნიერი დასვენება ჩვენს მოსწავლეებს, პედაგოგებს, ოცნებების ასრულება, წარმატებული, ჯანმრთელი და ბედნიერი გზა კურსდამთავრებულებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება