სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რჩევები მსოფლიოს დედაქალაქების მარტივად შესასწავლად
28-03-2018
-
+


გეოგრაფიის, მოგზაურობისა და გამოწვევების მოყვარულებო, თუ გსურთ, მარტივად დაიმახსოვროთ მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქი, გაითვალისწინეთ Etaloni.ge - ს რჩევებს და ისწავლეთ ხალისით.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • მსოფლიოს პოლიტიკური რუკა 
  • ინტერნეტი
  • კალამი და ფურცელი
  • გეოგრაფიის სახელმძღვანელო
1. მსოფლიო რუკა დაკიდეთ ყველაზე გამოსაჩენ ადგილას, იმ სივრცეში, სადაც უმეტეს დროს ატარებთ. ყოველდღიურად იმუშავეთ მასზე. მსგავსი მიდგომა დედაქალაქების სწავლასთან ერთად, ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობის დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.

2. ჩამოტვირთეთ რუკის ელექტრონული ვერსია თქვენს მობილურებსა და პლანშეტებში, რათა თავისუფალ დროს ყველგან შეძლოთ დედაქალაქების დამახსოვრება.

3. სახლის სხვადასხვა კუთხეში, სადაც ხშირად მიდიხართ, მიაკარით ფურცლები ქვეყნისა და დედაქალაქის წარწერებით და ეტაპობრივად იკითხეთ მონაცემები.

4. ერთერთი საუკეთესო მეთოდი მონაცემების დასამახსოვრებლად ორსვეტიანი ცხრილის შედგენაა, სადაც ერთ ხაზზე ქვეყნები იქნება ჩამოწერილი, მეორე სვეტში კი შესაბამისი დედაქალაქები, მათ პარალელურად. ყოველდღიურად სასწავლად 15-20 წუთი გამოყავით და მეთოდი აუცილებლად გაამართლებს.

5. აუცილებლად გადაამოწმეთ საკუთარი ცოდნა. დამოუკიდებლად ამის გაკეთება ზემოთქმული ცხრილის საშუალებით შეგიძლიათ, დააფარეთ ხელი ჯერ ერთ, მერე მეორე სვეტს და ავარჯიშეთ გონება დასახელებებზე. ან დაიხმარეთ ოჯახის წევრები და მეგობრები, სთხოვეთ ზეპირად გამოგკითხონ ქვეყნები და მათი დედაქალაქები.

6. ქვეყნისა და დედაქალაქის წყვილი დიქტოფონზე ჩაიწერეთ. მოუსმინეთ მას ტრანსპორტში, სეირნობისას თუ ძილის წინ. თითოეულ წყვილს განსხვავებული ინტონაცია შეურჩიეთ, ეს გზა დამახსოვრებას გაგიმარტივებთ.

7. მიმართეთ ასოციაციის მეთოდს. მაგალითად, დედაქალაქის დასახელებასთან ერთად მისი ღირსშესანიშნაობა დაიმახსოვრეთ. საფრანგეთი-პარიზი-ეიფელის კოშკი და სხვა.

იმედია, მოცემული რჩევები მსოფლიო დედაქალაქების დამახსოვრებას გაგიმარტივებთ.

სცადეთ სწავლების ეს მეთოდი და შედეგები კომენტარებში გაგვიზიარეთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება