სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სორმონის საჯარო სკოლაში დაუვიწყარი მუსიკალური საღამო გაიმართა 
06-07-2022
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელს არაერთი საინტერესო, სახალისო, შემეცნებითი და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

მათ შორის, აღსანიშნავია ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი მუსიკალური ღონისძიება იყო, რომელიც ქართულ ჰანგებს მიეძღვნა.

„ჩვენს სკოლაში სახალისო, შემეცნებითი და ინტელექტუალური ღონისძიებების ტრადიცია აღარავის აოცებს. 2022 წლის 2 ივნისს, ამაღლების დღესასწაულზე, სკოლის სიცოცხლით სავსე ცხოვრებაში კიდევ ერთი გამორჩეული დღე გაჩნდა. გენიალურ ქართულ ჰანგებს მიეძღვნა ულამაზესი საღამო, რომელსაც ხელმძღვანელობდა მუსიკის მასწავლებელი ქალბატონი ლუიზა ნოზაძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო და ძვირფასი სტუმრები: სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მერი გენადი ბალანჩივაძე, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, საკრებულოს წევრი მამუკა ჩხეტიანი, საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, გაზეთ წყალტუბოს რედაქტორი: მურთაზ კანკაძე, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაკა ჭელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.

ჩვენს თვალწინ გაცოცხლდა ქართული მუსიკის განვითარების მეტად საინტერესო და მრავალმხრივი ისტორია უძველესი დროიდან დღემდე.

სკოლის კედლები აივსო ქართული სასიამოვნო ჰანგებით და გაცოცხლებული მუსიკალური სულით. მოსწავლეთა მიერ თითოეული ნომრის მაღალი აკადემიური დონით შესრულებამ და მუსიკალურმა ნიჭიერებამ გულგრილი არავინ დატოვა.

მადლობა დაუვიწყარი დღისთვის, წარუშლელი შთაბეჭდილებისა და სიამოვნებისთვის ჩვენს საამაყო და ძვირფას ლუიზა მასწავლებელს, მოწვეულ სტუმრებს და ჩვენი სკოლის გულანთებულ მოსწავლეებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება