სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლების ნაწილი სახელმძღვანელოებს 1-ელ აგვისტომდე მიიღებს
29-06-2022
-
+


 
2022-2023 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების გრიფირებული სახელმძღვანელოებით აღჭურვის მიზნით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების  სააგენტოს მიერ ტენდერის საშუალებით გამოვლინდა შემსრულებელი კომპანიები და გაფორმდა მათთან შესაბამისი ხელშეკრულებები.

ხელშეკრულებების შესაბამისად, ჯამში 10 822 944 ლარის ღირებულების, 3 793 606 ერთეული სახელმძღვანელო კომპლექტის (წიგნი და რვეული) დაიბეჭდება და ეტაპობრივად გადაეცემა საქართველოს მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებს.

ამჟამად სახელმძღვანელოების პირველი ნაწილი უკვე დაბეჭდილია და 1-ელ აგვისტომდე დარიგდება.

პარალელურად სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტო უზრუნველყოფს უცხო ენების შემსწავლელი სახელმძღვანელოების და არაქართული სექტორისთვის (რუსული, სომხური, აზერბაიჯანული) განკუთვნილი ბილინგური სახელმძღვანელოების შესყიდვას და შესაბამისად დარიგებას. 2022-23 სასწავლო წლისთვის სულ 562 ათასამდე ლარის ღირებულების 18 102 ცალი ბილინგური და 3 მილიონ 234 ათას ლარზე მეტი ღირებულების, ჯამში 98 561 ერთეული, უცხო ენების: ინგლისურის, გერმანულის და ფრანგულის სახელმძღვანელოს დარიგება მოხდება.

ცნობისთვის, „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2013 წლიდან, საქართველოს ყველა საჯარო სკოლის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს სასკოლო სახელმძღვანელოების სრული ნაკრებით (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი) უზრუნველყოფს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება