სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ უზრუნველვყოთ შვილების კიბერუსაფრთხოება - ფსიქოლოგები გვირჩევენ
26-03-2018
-
+


კომპიუტერისა და ინტერნეტის საუკუნეში, ადამიანთა საქმიანობის დიდმა ნაწილმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა.

თანამედროვეობას გვერდს ვერ აუვლი და ბავშვებიც აქტიურად იყენებენ ტექნოლოგიებს.
დროისათვის ფეხის აწყობა მოზარდისთვის აუცილებელიცაა, მაგრამ ამ პროცეში არაერთმა პრობლემამ იჩინა თავი. მშობლები შვილების კომპიუტერთან მიჯაჭვულობაზე, თამაშებზე, ინტერნეტ ვირუსებსა და კიბერბულინგზე ანერვიულდნენ. 

Etaloni.geგთავაზობთ ფსიქოლოგთა რჩევებს, რომლებიც შვილებისთვის ინტერნეტსივრცის უსაფრთხოდ გამოყენების სწავლებაში დაგეხმარებათ:

1. გააცანით ბავშვს რისკები და საშიშროებები, რომლებიც თან ახლავს ინტერნეტსივრცეს 

ფსიქოლოგებს არა ერთხელ უთქვამთ, რომ შვილებთან გულწრფელი და ხშირი საუბარი აუცილებელია. აუხსენით ბავშვებს კომპიუტერისა და ინტერნეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ოღონდ ისე, რომ არ შეაშინოთ. მოუყევით ვირუსებისა და კიბერბულინგის შესახებ კონკრეტული მაგალითები და ინფორმირებულობით შეამზადეთ მსგავსი საფთხეების თავიდან ასაცილებლად.

2. დააწესეთ საზღვრები 

კომპიუტერის, პლანშეტისა თუ სხვა ტექნოლოგიური საშუალების გამოყენების სრული აკრძალვა ბავშვზე ასევე უარყოფითად აისახება. საჭიროა ზომიერება და გარკვეული საზღვრების დაწესება შვილებისთვის. დაუდგინეთ კონკრეტული დრო და აჩვენეთ საიტები, რომლებიც შეესაბამება მის ასაკს და იზრუნეთ, რომ დაიცვას ეს წესები.  

3. გადაამოწმეთ შვილის აქტივობა ინტერნეტში და დაიცავით ასაკისთვის შეუსაბამო ინფორმაციისგან 

უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ 12 წლამდე ბავშვების უმეტესობა მისთვის შეუსაბამო ინფორმაციას ეცნობა, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. ინტერნეტსივრცე იმდენად ვრცელია, რომ მშობელს მისი სრულად კონტროლი დამოუკიდებლად გაუჭირდება. ამისათვის არსებობს სპეციალური კოდირებული პროგრამა, რომელიც ბავშვებისთვის კონკრეტულ საიტებს ბლოკავს, იცავს მათ უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს მშობლის სიმშვიდეს. 
 
4. შეისწავლეთ ვირტუალური სამყარო შვილებთან ერთად 

საერთო საქმის კეთება და მშობლის თანამონაწილეობა შვილის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეცადეთ, ბავშვთან ერთად გაეცნოთ კომპიუტერსა და ინტერნეტ სივრცეს, ეტაპობრივად აუხსნათ მისი გამოყენების გზა და ეს რესურსი დადებითი მიზნებისკენ მიმართოთ, ჩაურთეთ შემეცნებითი გაკვეთილები, სიმღერები და ანიმაცია. ამ გზით, მოზარდი თავისდაუნებურად ინტერნეტის სწორად გამოყენებას სწავლობს. 

რა სახის პრობლემები შექმნიათ თქვენს შვილებს ინტერნეტსივრცეში და როგორ მოახერხეთ მისი გადაჭრა?

გაგვიზიარეთ საკუთარი გამოცდილება კომენტარებში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება