სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამინისტრო გაფრთხილების გარეშე დაითხოვს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თუ...
26-06-2022
-
+


სამეურვეო საბჭო სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა. სწორედ სამეურვეო საბჭოს წევრებს აქვთ უფლება, აკონტროლონ სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვა და ქონების განკარგვა, დაამტკიცონ ბიუჯეტი და სკოლის შინაგანაწესი.

სამეურვეო საბჭო ასევე უფლებამოსილია, მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, გაუშვას მასწავლებელი სამსახურიდან სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. გარდა ამისა, სამეურვეო საბჭო ხმათა უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს და ასევე აქვს მისი გათავისუფლების უფლებაც.

ერთი შეხედვით, სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო ხელშეუხებელია და იმაზე მეტი უფლებებით სარგებლობს, ვიდრე თითოეული მასწავლებელი ან დირექციის წევრი ცალ-ცალკე, თუმცა უსამართლო გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, საბჭოს უფლებამოსილება შეუწყდეს.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ვკითხულობთ, რომ სამინისტრო უფლებამოსილია, გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით.

გარდა ამისა სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება:

  • საჯარო სკოლის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა;
  • უფლებამოსილების 3-წლიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში;
  • კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება