სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბავშვო მწერალს შეხვდნენ
17-06-2022
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-2გ კლასის ხელმძღვანელი ანა ჯანელიძე და მე-5ა კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ვალიდა კვირიკაშვილი,მოსწავლეებთან ერთად, საბავშვო მწერალსა და პედაგოგს ნათია აბულაძეს შეხვდნენ.

შეხვედრა ორგანიზებულად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბავშვთა უფლებათა „ცოდნის ცენტრში“ გაიმართა.

„მე-2გ კლასის მოსწავლეებმა, მწერალ ნათია აბულაძის იგავებიდან წარმოადგინეს რამდენიმე ინსცენირება და წაიკითხეს შემოქმედის ლექსები.

მოსწავლეთა შემოქმედებითი და სასცენო უნარების ოსტატურად წარმოჩენის შემდეგ კი გაიმართა მწერალთან „კითხვის საათი“. როგორც მე-2, ასევე მე-5 კლასის მოსწავლეებმა დიალოგის რეჟიმში წარმართეს იგავების განხილვა-ანალიზი. ყურადღება გაამახვილეს იგავთა მთავარ სათქმელზე. თამამად ისაუბრეს „ეზოპეს ენის“ მნიშვნელობასა და ღირებულებებზე. ადამიანთა როგორც დადებითი, პოზიტიური, ასევე უარყოფითი, ნეგატიური მხარისა თუ თვისებების წარმოჩენის აუცილებლობაზე.. თუ ვინ არის მათთვის „ნამდვილი ადამიანი“, რა თვისება (თვისებები) გამოარჩევს სხვებისაგან და რატომ... ინტერაქტივში ჩაერთო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქალბატონი ვალიდა კვირიკაშვილი.

შეხვედრამ საინტერესო და სახალისო სახე მიიღო. ქ. ნათია სიყვარულით შეხაროდა პატარებს. შეხვედრის ბოლოს კი მწერალმა ყოჩაღი მოაზროვნეები საკუთარი წიგნებითა და სიგელებით დააჯილდოვა, ხოლო ბავშვთა უფლებათა „ცოდნის ცენტრმა“ - ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ნორჩები დაასაჩუქრა ბავშვთა უფლებების კრებულით. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. 

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს დღე, როგორც მწერლის, ასევე მოსწავლეთა ცხოვრებაში, გახდა ლამაზი ურთიერთობის დასაწყისი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება