სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სტატუსიანი მასწავლებლების გათანაბრება მათთან, ვინც ვერ დაძლია ბარიერი, არ მიმაჩნია სწორად! ამ მოცემულობასთან შეგუება მოგვიწევს!“
17-06-2022
-
+


განათლების ობუდსმენის წინადადება - წამყვანობა გარკვეული კატეგორიის პედაგოგებისთვის მიენიჭებინათ და ზოგადად, მასწავლებლები თანაბარ პირობებში ჩაეყენებინათ, განათლების კომიტეტმა ერთხმად უარყო. კომიტეტის თავმჯდომარემ - გიორგი ამილახვარმა კი განმარტა, თუ რატომ ვეღარ დაუწესებენ ვერანაირ შეღავათებს უსტატუსოდ დარჩენილ პედაგოგებს და ზოგადად, რატომ არ გაითვალისწინეს მათი სხვა მოთხოვნებიც:

„საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა: რაც შეეხება ამ რეფორმას, რომელიც მრავალი წელია მიმდინარეობდა, 2021 წლის 31 დეკემბერი იყო ბოლო თარიღი, რათა მომხდარიყო მასწავლებლების სერტიფიცირება... არ მახსენდება არც ერთი მომართვა თუ წინადადება, რაც კომიტეტში შემოვიდა, რომელზეც რეაგირება არ გვქონია - სწორედ კომიტეტის ჩართულობით ერთკრედიტიანებს მიენიჭათ სტატუსი

ცხადია, დარჩა გარკვეული კატეგორია რომელმაც ვერ გადალახა ეს ბარიერი... ისიც გასაგებია, რომ სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა ამ ხალხზე ზრუნვის, მაგრამ, როდესაც კონკრეტულ ჭრილში ვსაუბრობთ, სასწორის მეორე პინაზე დევს საზოგადოების აბსოლუტურად ჯანსაღი მოთხოვნა, სკოლებში გვყავდეს გარკვეული კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები.

სამწუხაროდ, ვინც ვერ დაადასტურა აღნიშნული კვალიფიკაცია (მათ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა მრავალი წელი), ახლა ჩვენი მოვალეობაა კიდევ ერთხელ შევთავაზოთ გადამზადებისა და მომზადების პროგრამები, (რასაც მასწავლებლის სახლი უზრუნველყოფს), გავიდნენ გამოცდებზე და მიიღონ სტატუსი; მაგრამ რეფორმის გვერდის ავლა და სტატუსიანი მასწავლებლების გათანაბრება იმ ხალხთან, ვინც სამწუხაროდ ვერ დაძლია ეს ბარიერი, არ მიმაჩნია სწორად და ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა

კომიტეტი არაფერს უყურადღებოდ არ დატოვებს, უბრალოდ, ეს რის მოცემულობა, რომელთანაც მოგვიწევს შეგუება, თუმცა სამინისტროსთან ვმუშაობთ გარკვეულ საკითხებზე, რათა მათ შევთავაზოთ, დაძლიონ ეს ბარიერი“.

იხილეთ: 13 ათასამდე პედაგოგს წამყვანის სტატუსი პირდაპირ მიენიჭოს - ინიციატივას პარლამენტში განიხილავენ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება