სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N20 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს
10-06-2022
-
+


ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მასშტაბურად აღნიშნეს.

მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სამეცნიერო კუთხე, მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად შეასრულეს მუსიკალური ნომრები და ამაგდარ მასწავლებლებთან ერთად იცეკვეს კიდეც. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის 1 ივნისის დღე დაუვიწყარი იქნება და მათ სასკოლო ცხოვრებაში კიდევ ერთი ისტორიული, მხიარული და მრავალფეროვანი დღე ჩაიწერა.

„დღეს ყველგან მზეა და სილამაზე“ ძვირფასო მოსწავლეებო, ქუთაისის N20 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეთა თვითმმართველობა და პედაგოგიური კოლექტივი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

ჩვენი დიდი სიყვარულის ნიშნად, შევეცადეთ, თქვენთვის განსხვავებული, საინტერესო და სახალისო დღე გვეჩუქებინა;

კიდევ ბევრ უჩვეულო და ფერად წუთებს გპირდებით! ერთად ყველაფერი გამოგვივა! ჩვენი სკოლის თითოეულ მოსწავლეს ლაღ და ბედნიერ ბავშვობას გისურვებთ! გვიგულეთ თქვენს ერთგულ მეგობრად; იკაშკაშეთ და იბრწყინეთ!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაფხულის პირველი დღე პატარებს ეძღვნებათ. 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება. 

თუმცა ისტორია 1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.

ისტორიაში დაზუსტებით არ არის მოცემული, რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

დასაქმებულთათვის 2026 წლის 5-6 იანვარი განისაზღვროს უქმე დღეებად, - საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ისტორიის საგამოცდო პროგრამაში... - ცვლილებები სრულად

ქართულის საგამოცდო პროგრამა გაიზარდა: „ჰაკი აძბა“, „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, „გოგჩა“... კიდევ რისი ჩაბარება მოგიწევთ 2026 წლის ეროვნულებზე

2026 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები საგნების მიხედვით გამოქვეყნდა

სკოლის ნიშნები უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად და გამოცდები დაწყებით-საბაზო საფეხურებზე - ცნობილია, რა ცვლილებებს ითვალისწინებს 2026 წლის ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„მინდა, თუნდაც ისევ 15 წლის შემდეგ ქეთის ვხედავდე, როგორც ძლიერ, შემდგარ, ცნობილ, პროფესიონალ პიროვნებას“

I-V კლასელების კატეგორიაში გამარჯვებულ ლახამულას სკოლიდან კონკურსში 15 მოსწავლე მონაწილეობდა

 

 

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება