სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა განვლილი მასალის შეჯამების მიზნით, ღონისძიება მოაწყვეს
09-06-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლებმა განვლილი მასალის შეჯამების მიზნით, ღონისძიება მოაწყვეს.

ღონისძიების მიზანი სხვადასხვა საგანში ნასწავლი ცოდნის გამომჟღავნება იყო. მოსწავლეებმა პროგრამა თავად შეადგინეს, დააკომპლექტეს ჟიური. 

ღონისძიებას სკოლის დირექტორი ინგა მიქელაძე ესწრებოდა, მან მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მონაწილეობისთვის სიგელები გადასცა.

აქტივობამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

„განათლება არის სისტემატიურ ქმედებათა პროცესი, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. განათლებაში აგრეთვე იგულისხმება  შედეგი. განათლების  მიღების ძირათი გზაა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მჭიდრო კავშირშია აღზრდასთან. განათლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითგანათლებას, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ-შრომით საქმიანობაში მონაწილეობას, სკოლისთვის თუ თემისთვის სასარგებლო პროდუქტის შექმნას.
მეხუთე კლასის მოსწავლებმა განვლილი მასალის შეჯამების მიზნით მოაწყეს ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა საგანში ნასწავლი ცოდნის გამომჟღავნებას. გასაოცარი ის იყო, რომ  გაკვეთილების შემდეგ რჩებოდნენ  დამოუკიდებლად ადგენდნენ პროგრამას, იწერდნენ კითხვებს საგნებიდან.  დააკომპლექტეს ჟიური. კლასის ხელმძღვანელი  ქალბატონი სოლმაზ ომაროვა აღფრთოვანებული იყო მისი კლასის მონდომებით, თვითაქტივობებით, მოხერხებულობით.
ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი  ინგა მიქელაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მონაწილეობისთვის  გადასცა  სიგელები.
პანდემია ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო იმისა, რომ მოსწავლეებმა სრულფასოვანი ცოდნა ვერ მიიღეს, აღნიშნული აქტივობამ კი გამოაცოცხლა მოსწავლეები, გადაიმეორეს ყველა საგანი და მოტივაცია აუმაღლდათ, სიგელები კი იყო მათი აღმაფრენა.

ნებისმიერი პედაგოგის წარმატება სკოლის წარმატებაა. სკოლა როდის არის ძლიერი?

  • როცა თანამშრომლობის კულტურა მაღალია
  • ხდება გამოცდილების გაზიარება და სიახლეების დანერგვა საგაკვეთილო პროცესებში
  • ძლიერი პედაგოგები ჰყავს
  • მოსწავლეები კონკურსებში იმარჯვებენ
  • სიახლეები და ინოვაციური მეთოდები ინერგება
  • გაკვეთილები ტარდება ტექნოლოგიების გამოყენებით
  • ინკლუზიური გარემოა შექმნილი
  • ხდება დირერენცირებული სწავლება

სწორედ ასეთი სკოლაა სავანეთის სკოლა, წელს ქართულ სექტორზე გვყვავს 2 აბიტურიენტი, რომელსაც უმაღლესში ჩაბარება უნდა, აზერბაიჯანულ სექტორზე კი 6-8. საინტერესო ზაფხული გველის, მათი ჩაბარება სკოლის მორიგი  წარმატება იქნება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება