სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგ შორენა ზვიადაძეს მუსიკალურ ფესტივალზე საუკეთესო მასწავლებლის წოდება მიენიჭა
09-06-2022
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეების წიგნიერებასა და ხელოვნების სიყვარულის გაღვივებას უდიდესი ყურადღება ეთმობა.

ამ მხრივ, განსაკუთრებულად შრომობს მუსიკის პედაგოგი შორენა ზვიადაძე, რომელმაც არაერთი ღირსეული და ნიჭიერებით აღსავსე თაობა აღუზარდა ქვეყანას.

შორენა ზვიადაძის ღვაწლი დაუფასებელი არ დარჩა და მას 2022 წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება მიენიჭა.

„არაფერია იმ განათლებულ ადამიანთან ურთიერთობაზე უკეთესი, წიგნიერებასთან ერთად ხელოვნების მოყვარულიც რომაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ მხრივ მოსწავლეების სიმცირეს არ განვიცდით. საბუნებისმეტყველო, ზუსტი მეცნიერების სიღრმესაც ხელოვნების ესთეტიკით გამშვენიერებულ-ამაღლებული მათი გონება სხვანაირად წვდება.

ახლა არ ჩამოვთვლი ასეთ მოსწავლეებს, რომელთაგან ორმა: ლუკა თელიამ (საქსაფონი) და გიორგი არაბიძემ (ფორტეპიანო) რამდენიმე დღის წინ ფიროსმანისადმი მიძღვნილი ღონისძიება თავიანთი გამოსვლით დაუვიწყარი გახადეს.

როგორც მაშინ აღვნიშნე, ასევე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს ჩვენი მუსიკის მასწავლებელ შორენა ზვიადაძის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N2 სამუსიკო სასწავლებლის მისმა მევიოლინე მოსწავლეებმა. ქალბატონ შორენას ისეთი მოსწავლეები ჰყავს აღზრდილი, დღეს საზღვარგარეთ რომ აგრძელებენ სწავლას და, იმედია, თავიანთი სახელით მსოფლიოს საქართველოს გააცნობენ.

რაოდენ სასიხარულოა, რომ ახლახან საქართველოს პროფკავშირული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედებითმა კავშირმა შორენა ზვიადაძეს სერტიფიკატი გადასცა მასზედ, რომ 2022 წელს მიიღო მონაწილეობა ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის მე-14 რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსში "იპოვე შენი ვარსკვლავი", სადაც წარმოაჩინა მოსწავლეები უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობით და დაიმსახურა 2022 წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება.

ვულოცავთ ქალბატონ შორენას ამ აღიარებას და წარმატებებს ვუსურვებთ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება