სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ ნუ დატვირთავენ შვილებს ზედმეტი აქტივობებით“- ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლ​ის დირექტორი მარინა ხვედელიძე
08-06-2022
-
+


საზაფხულო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლ​ის დირექტორის, მარინა ხვედელიძეს ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- ჩემი მეორე ოჯახი, ჩემი ღირსება, სუნთქვა და საფიქრალი.

- მოტივაცია მემატება, როცა. .

- ვგრძნობ მოსწავლეებიდან და მასწავლებლებიდან სწავლისა და სკოლის მიმართ ინტერესს, მზაობას.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- მმატებს იმედს იმისა, რომ ისინი არ შეარცხვენენ სკოლას და ცხოვრების ახალ ეტაპზე ღირსეულად წარსდგებიან.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- ბევრი ახალი, თანამედროვე სიახლე, კარგი მოტივირებული საგნის მცოდნე პედაგოგები, კარგი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და ყველა საჭირო საგანმანათლებლო რესურსი და მასთან წვდომა.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- მოსწავლეთა და მასწავლებელთა აქტიურობით სხვადასხვა ღონისძიებებში.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- ნუ გადატვირთავენ თავიანთ შვილებს ზედმეტი აქტივობებით. ნუ მისცემენ შვილებს უფლებას არდადეგებზე ზედმეტი დოზით გამოიყენონ კომპიუტერი და ტელეფონი. მისცენ თავიანთ შვილებს ლაღად დასვენების შესაძლებლობა. წააკითხონ თავიანთ შვილებს ისეთი წიგნები, რომლებიც მათში დადებით, კარგ ემოციებს აღძრავს.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- ვისურვებდი, რომ მოსწავლეებს მომავალი სასწავლო წელი ჰქონდეთ მშვიდობიანი, ხალისიანი და დატვირთული ბევრი კარგი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტივობებით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს და ამაყობენ მოსწავლეთა მონდომებითა და აქტიურობით

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება