| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ.
რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ხარების საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი თინათინ მელაძე) სასკოლო საზოგადოებას შესთავაზეს ღონისძიება - „ჰე საქართველო, შენზე ძვირფასი, რა გვაქვს შენს შვილებს დასაფიცარი“ და თანასკოლელებს ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული საზეიმოდ მიულოცეს.
„მათი გულწრფელი მილოცვა შემოგვთავაზეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად. ისაუბრეს სახელმწიფო სიმბოლიკებზე და მათ ღირებულებებზე, ისაუბრეს გმირ წინაპრებზე და ცრემლიანი ღიმილით გაიხსენეს „შინდისის გმირები“
ეს ის თაობაა, რომლებმაც კარგად იციან სამშობლოს, დემოკრატიისა და მშვიდობის ფასი, ეს ის ქართველები არიან რომლებსაც მართლაც „სიგიჟემდე" უყვართ სამშობლო მათ სურთ რომ შემოაქსოვონ საქართველოს „ჯაჭვის პერანგი“. რათა გაბრწყინდეს და გაძლიერდეს, ჩვენი სამშობლო. მადლობა ბავშვებს და მათ დამრიგებელს თინათინ მელაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ