ახმეტის N2 საჯარო სკოლის გუნდმა სპორტულ-გასართობ შეჯიბრში წარმატებას მიაღწია. 

სკოლის მოსწავლეები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის დარბაზში გამართულ „მხიარულ სტარტებში“ მონაწილეობდნენ. 

მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, ღირსეულად იასპარეზეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. 

შეჯიბრი ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის იმართებოდა.