სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი საქართველო“ - ტაბახმელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პატრიოტული ღონისძიება
07-06-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდესი ყურადღებას აქცევენ. 

რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

26 მაისს, სკოლაში დაწყებით კლასების მასწავლებლების ორგანიზებით ღონისძიება - „ჩემი საქართველო“  ჩატარდა.

ღონისძიება ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე, შეასრულეს სიმღერები. 

მოსწავლეთა და ღონისძიების დამსწრეთათვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მეორე ეტაპი.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა აჭარულ დიალექტზე წარმოადგინეს დადგმა - „რწყილი და ჭიანჭველა“.

V, VI, VII, VIII, IX  კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს და განმარტეს ტაბახმელის მცხოვრებთა მეტყველებაში არსებული საკუთრივ დიალექტები, ცოცხალ მეტყველებაში არსებული ფრაზეოლოგიზმები, თურქული ენის გზით შემოსული და დამკვიდრებული თურქული, არაბული, სპარსული და ფრანგული ლექსიკური ერთეულები.  

ღონისძიების მეორე ეტაპზე მოხდა დამსწრეთა ჩართულობა, რამაც უფრო მეტად გააღრმავა მოსწავლეთა ინტერესი.

საერთო ჯამში კი ყოველივე ეს მიზნად ისახავდა სამშობლოსადმი სიყვარულის გაღრმავებას, მეტყველებაში ენობრივი კულტურის შენარჩუნება და განვითარებას.  

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

სკოლაში მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორებს და ამაყობენ მოსწავლეთა მონდომებითა და აქტიურობით

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება