| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორიო დღე საზეიმოდ აღინიშნა.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა რამდენიმე სახალისო და საინტერესო აქტივობა განახორციელეს. თავდაპირველად, ბავშვებს ეს დღე დამრიგებელმა მანანა ღოღობერიძემ და მშობლებმა მიულოცეს. ვიდეომილცვა სიურპრიზის სახით მომზადდა. შემდეგ ბავშვებმა ბევრი იხალისეს და იმხიარულეს ნომინაციებზე, რომელიც მათ სიგელების სახით გადაეცათ.
ამ დღის გაგრძელება კი იყო მათემატიკური „მხიარული სტარტები“, რომელიც სპორტდარბაზში გაიმართა. ამისთვის, სკოლის დირექცია სპორტის მასწავლებელს მარიკა კეჩხუაშვილს და სპეცმასწავლებელს თამუნა ჯიშკარიანს მადლობას უხდის.
სკოლის ეზოში ბავშვებმა განძიც აღმოაჩინეს საგნობრივი ვიქტორინის მეშვეობით (ქართული ენა, მათემატიკა და ბუნება - საგნის მასწავლებლები: მანანა ღოღობერიძე და იამზე ფანცულაია).
დღე მუსიკის კაბინეტში (მასწავლებელი ირმა ჯალაღანია) მხიარული მელოდიების შესრულებით გაგრძელდა და კლასში იატაკზე ხატვით (მასწავლებელი ია ტერელაძე) დასრულდა.
ბოლოს კი, აქტიური მონაწილეობისათვის, მოსწავლეებმა დამრიგებლისგან სიგელებიც დაიმსახურეს.
„მომავალო თაობავ!
იმედი ხართ ჩვენი,
დაე, გქონდეთ ბავშვობა
ლაღი, მშვენიერი.
მოყვასს გული გაუთბეთ,
გულზე გასკდეს მტერი,
მსოფლიოში ყველა ბავშვიიყოს ბედნიერი“ - ვკითხულობთ სკოლის წერილში.
აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს და სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ