| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ დირექცია, პედაგოგიური საზოგადოების მხარდამხარ, მუდმივად ზრუნავს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და არც მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კონკურსებს ჩამორჩნენ
ახლახან, კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-8 კლასის მოსწავლეებმა - ანი კობერიძემ, ნიკოლოზ ცხადაძემ და ანასტასია ჯუღელმა ქიმიის რეპუბლიკური ოლიმპიადის ფინალურ ტურში მიიღეს მონაწილეობა (მასწავლებელი ქეთევან ედიბერიძე)
ოლიმპიადა აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა, ორგანიზატორი კი გახლავთ საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მხარდამჭერია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ოლიმპიადის მიზანი კი სკოლის მოსწავლეებში ქიმიის საგნის პოპულარიზაცია და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის ხელშეწყობაა.
პირველი რესპუბლიკური ოლიმპიადა ქიმიაში - „ზურგჩანთა“ სამ ეტაპს მოიცავდა, ორი ეტაპი ონლაინ ჩატარდა, ფინალი კი დასწრებით რეჟიმში, აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა.
„ჩვენი ფინალისტები გულმოდგინედ მოემზადნენ ოლიმპიადის დასკვნითი ეტაპისათვის. ფინალური ტურის ამოცანები საინტერესო და დამაფიქრებელი პირობებით, მოსწავლეთა დაკვირვებით მუშაობას და მაღალსააზროვნო უნარებს მოითხოვდა. ქიმიის რეპუბლიკურ ოლიმპიადაში გამარჯვებულები უკვე ცნობილია! ანაბასისელებისათვის წარმატებულია ოლიმპიადის ფინალი! ბრინჯაოს მედალი ნიკოლოზ ცხადაძეს, ვერცხლის მედლები კი ანი კობერიძესა და ანასტასია ჯუღელს! ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს! მათი შრომის შედეგი სახეზეა! რაც მთავარია, მათ შეიყვარეს ქიმია და მისი საფუძვლიანად შესწავლის დიდი მოტივაცია გაუჩნდათ. მადლობა ოლიმპიადის ორგანიზატორებს მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული პროექტისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
განსაკუთრებული ყურადღება პირველკლასელებს დაეთმო - მათ სასკოლო ცხოვრების დაწყება დირექტორმა ვერა ყურულაშვილმა და პედაგოგებმა გამორჩეულად მიულოცეს
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ