სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

4 უპატიებელი შეცდომა კვლევის დროს - მასწავლებელმა ეს უნდა იცოდეს
30-05-2022
-
+


მასწავლებლებისთვის, რომლებმაც წამყვანისა და მენტორის სტატუსი მოიპოვეს, კვლევის მეთოდები ნაცნობი თემაა, თუმცა რამდენად იცავს ყველა მკვლევარი პედაგოგი კვლევის ეთიკის პრინციპებს, ეს ცალკე განხილვის საგანია.

სტატუსის ამაღლების მსურველ მასწავლებლებს ამჯერადაც მოუწევთ პორტფოლიოს გამრავალფეროვნება, კვლევა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა მათთვის, ვინც პროფესიულ წინსვლას გეგმავს.

კვლევის ეთიკური სტანდარტები საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისაგან შედგება, რომელთა დაცვასაც ყველა მკვლევარისთვის სავალდებულოა.

4 შეცდომა, რომელიც კვლევის დროს არ უნდა დაუშვათ:

ზეწოლა - რესპონდენტთა უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი კვლევის მთავარ ობიექტს წარმოადგენენ. მათი მონაწილეობა კვლევაში დამოკიდებულია მათ კეთილ ნებაზე, დაუშვებელია ზეწოლა (მაგალითად ზეწოლა მოსწავლეზე, რომ მიიღოს კვლევაში მონაწილეობა).

მოტყუება  - რესპონდენტების მონაწილეობა გამოკითხვაში ნებაყოფლობითი უნდა იყოს. მან უნდა იცოდეს საკვლევი თემის არსი. მკვლევარს არ აქვს უფლება, მოტყუებით მოიპოვოს ინფორმაცია. მონაწილეთა შესახებ ინფორმაციის შეგროვება ან მათზე დაკვირვება ისე, რომ მათ ამის შესახებ არ იციან, ან თანხმობა არ მოუციათ, არაეთიკურია.

კონფიდენციალურობის უგულებელყოფა - რესპონდენტთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება მათი კონფიდენციალობის დაცვაა. შესაძლოა კვლევამ მოითხოვოს ინტერვიუს ჩაწერა, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ამისათვის ასევე ცალკე ნებართვაა საჭირო. რესპონდენტი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩამწერი მოწყობილობების გამოყენების მიუხედავად მისი კონფიდენციალობა დაცული იქნება. კვლევით არავინ უნდა დაზიანდეს, კვლევის ანგარიშიდან ამოღებული უნდა იყოს არა მხოლოდ რესპონდენტთა სახელები და გვარები, არამედ, ყველა ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ადამიანის იდენტიფიცირება.

არასრულწლოვანი რესპონდენტის გამოკითხვა ნებართვის გარეშე - თუ კვლევაში მონაწილეები არასრულწლოვნები არიან, თქვენ დაგჭირდებათ თითოეული მოსწავლის მშობლის ან კანონიერი მეურვის წერილობითი ნებართვა და არა სკოლის დირექტორის ან კლასის დამრიგებლის ზოგადი ნებართვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 
სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს კერამიკის ჯადოსნური სამყარო

არჩევნებს კი წინ უძღოდა კანდიდატების მიერ საკუთარი საარჩევნო პროგრამების წარდგენა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება