სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყემლოვანის საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო - „ცისფერყანწელები“ გაიმართა
24-05-2022
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, შემეცნებითი ხასიათის ლიტერატურული საღამო - „ცისფერყანწელები“ ჩატარდა.

საგაკვეთილო პროცესის დროს მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია „ცისფერყანწელთა“ შემოქმედებამ და მოღვაწეობამ. მოსწავლეებმა წარმოადგინეს კოლაუ ნადირაძის მოგონებების მიხედვით ვიდეოკოლაჟი, წაიკითხეს ლექსები „ცისფერყანწელთა“ შემოქმედებიდან. ისაუბრეს სიმბოლიზმზე, როგორც ლიტერატურულ მიმდინარეობაზე, ეპოქის სურათებზე, განმარტეს თუ რატომ დაერქვა „ცისფერყანწელები“, რატომ იყო მიხაკი მათი სიმბოლო და ისტორიულ ჭრილში მიმოიხილეს სიმბოლისტები, როგორ შეეწირნენ რეპრესიებს.

ღონისძიების ბოლოს მოეწყო მოსწავლეთა დაჯილდოება სერტიფიკატებით და სიგელებით. სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები ჩართული იყვნენ წიგნიერების დონის ამაღლების პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა ყოველთვიურად სხვადასხვა ჟანრის წიგნის კითხვას. მსჯელობას, ანალიზსა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. 

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე აქტიური მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება