სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სადიაგნოსტიკო ტესტირება უმჯობესია ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ჩატარდეს“- ნელი სულხანიშვილი, ბორბალოს საჯარო სკოლის დირექტორი
24-05-2022
-
+


კიდევ ერთი დატვირთული და საინტერესო სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. მას Etaloni.ge-სთან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ ნელი სულხანიშვილი აფასებს. ის სწავლის ჰიბრიდულ მოდელზე, სადიაგნოსტიკო ტესტირებაზე, განვლილ პერიოდსა და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბრობს.

- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს?

- განვლილი სასწავლო წელი საკმაოდ რთული და უამრავი გამოწვევით იყო სავსე. კოვიდპანდემიის მიუხედავად, შევძელით, მოსწავლეებს სასკოლო სივრცეში ესწავლათ. გვქონდა  დისტანციური და ჰიბრიდული მოდელებიც, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სრულყოფილი ყოფილიყო სასწავლო გარემო. 
 
- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- ჰიბრიდული მოდელი მომავალში განსაკურებულ შემთხვევებისათვის უნდა იყოს, რადგან ყველა მოსწავლემ შეძლოს განათლების მიღება. 
 
- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას? 

- სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩასატარებლად საჭიროა სწორი დროის შერჩევა, სასწავლო წლის მიწურულს მართებულად არ მიმაჩნია, უმჯობესია ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ჩატარდეს, რათა შევძლოთ მთელი წლის მანძილზე ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად მუშაობა.
 
- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდი სკოლასა და სასწავლო პროცესში? 

- ვეცდებოდი სკოლა აღმეჭურვა ყველა საჭირო ლაბორატორიითა თუ ციფრული ტექნიკით, ვიზრუნებდი რესურსების მრავალფეროვნებაზე და თითოეულ პედაგოგს მაქსიმალურად შევუწყობდი ხელს ყველა იმ ტრენინგში ჩართულობაში, რაც ხელს შეუწყობდა და გააუმჯობესებდა სასწავლო პროცესს.
 
- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ  რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მეტად და რატომ? 

- ბოლო პერიოდში უამრავი სიახლე და რეფორმა განხორციელდა, ვცდილობთ თითოეულ მათგანს ავუწყოთ ფეხი და ჩავერთოთ მაქსიმალურად. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება