სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ემოციური და შთამბეჭდავი „ბოლო ზარი“  ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში
24-05-2022
-
+


ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში მეთორმეტე კლასელების გასაცილებლად შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. როგორც გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ განაცხადა, წელს კურსდამთავრებულთა გაცილება განსაკუთრებით ემოციური იყო პირადად მისთვის, რადგანაც სწორედ მისმა სადამრიგებლო კლასმა დაასრულა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. 

დირექტორის თქმით, ღონისძიებას მოწვეული სტუმრები, მშობლები სკოლის პედაგოგები და სხვა მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. მეთორმეტე კლასელებმა რომლებსაც აკადემიურ შედეგებთან ერთად, შემოქმედებითი უნარებითაც გამოირჩევიან, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ღონისძიება ჩაატარეს, რომელიც ყველასთვის ემოციური აღმოჩნდა. 

პავლე ცერცვაძის ინფორმაციით, ეს ის კლასია, რომელმაც სკოლას სამადლობელი სიგელი გადასცა.

„წელს გიმნაზია 15-მა მეთორმეტე კლასელმა დაამთავრა და თანაც საკმაოდ მაღალი შედეგებით. 7 მოსწავლე მედლის კანდიდატია და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოსწავლეები გამოირჩევიან ნამდვილად მაღალი აკადემიური შედეგებით. კურსდამთავრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა სწავლის გაგრძელებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აპირებს, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელი და სასიხარულოა ჩვენთვის. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩემს მოსწავლეებს სკოლის წარმატებით დასრულება და ცხოვრების ახალ ეტაპზე განსაკუთრებული წარმატებები ვუსურვო“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა, პავლე ცერცვაძემ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება