| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოლოგიური კლუბი, რომლის წევრებით არაერთ გარემოსდაცვით ღონისძიებას ახორციელებენ.
შესაბამისად, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედამიწის დღე. ამ გარემოსდაცვით დღეს სკოლაში კვირეული მიეძღვნა.
კვირეულის ფარგლებში, სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, კლუბის ხელმძღვანელთან და პედაგოგებთან ერთად, სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართა ეკოკლუბის წევრების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა თემაზე - „ჩემი თვალით დანახული დედამიწა“.
კვირეული კი დაასრულა შთამბეჭდავმა დასკვნითმა ღონისძიებამ „დედამიწა ჩვენი სახლია“. ღონისძიებაში ეკოკლუბის წევრები მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე
სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები
„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას