სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუხის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი ბულია სატრენინგო პროგრამის სრულყოფილად გავლისთვის დაჯილდოვდა
23-05-2022
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლემ, ნინი ბულიამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მიერ გახორციელებულ პროექტში - „გახდი იურისტი“ (სერია 2) სატრენინგო პროგრამის სრულყოფილად გავლისთვის სერტიფიკატით, ციფრული ტექნოლოგიების კურსის 1000 ლარიანი ვაუჩერითა და 5000E CIU CARD - პროფესიული ტრენინგებისთვის დაჯილდოვდა.

ნინი ბულიამ კავკასიის საერთაშორის უნივერსიტეტის რექტორისგან, კახაბერ კორძაიასგან წერილიც მიიღო, სადაც რექტორი მიღწეული წარმატების შესახებ საუბრობს.

„ძვირფასო აბიტურიენტო , გილოცავთ, თქვენ , როგორც - „გახდი იურისტი“ ( სერია 2 ) პროექტის მონაწილეს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის რეკომენდაციით მოგენიჭათ , CIU ფონდის დამატებითი სასწავლო ინვესტიციები : 1000 ვაუჩერი - ციფრული ტექნოლოგიების კურსი, 5000E CIU CARD – პროფესიული ტრენინგებისთვის.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიზანს წარმოადგენს სტუდენტთან დასაწყისიდანვე პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება. საგანმანათლებლო პროცესს ჩვენ ვუყურებთ, როგორც ურთიერთთანამშრომ ლობას. ერთის მხრივ, თქვენ, როგორც სტუდენტი, და მეორეს მხრივ, ჩვენ, როგორც უნივერსიტეტი, ვთანხმდებით კონკრეტული მიზნის მისაღწევად „თქვენი წარმატებული კარიერისთვის, კვალიფიციური განათლებისთვის “.

„გახდი იურისტი“ (სერია 2) პროექტში მონაწილეობით თქვენ აჩვენეთ, რომ გაქვთ წარმატებისთვის აუცილებელი და საჭირო უნარები თავდაჯერებულობა, პასუხისმგებლობა, მიზანსწრაფულობა, კრიტიკული ანალიზისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოვთქვამთ თქვენთან თანამშრომლობის სურვილს და ამ მზაობას ვადასტურებთ ჩვენი სასწავლო ინვესტიციით.თქვენთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო ინვესტიციები აქტიური გახდება ჩვენს უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის მიღების დღიდან და უზრუნველყოფს თქვენს კარიერულ განვითარებას გილოცავთ, გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნულია წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება