სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N108 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა პედაგოგებმა მიულოცეს
23-05-2022
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მანამდე კი, კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება ერთ-ერთმა ამაგდარმა პედაგოგმა ემოციურად მიულოცა.

„დღევანდელი დღე  განსაკუთრებულად ლამაზი დღეა. დღეს დასრულდა ბავშვობის უდარდელი ხანა და იწყება ახალი ეტაპი თქვენი ცხოვრების. თქვენ უნდა გაჭრათ საძირკველი, რომელზეც თქვენი მომავალი ცხოვრების ტაძარი აიგება. გილოცავთ ამ დღეს ყველა კურსდამთავრებულს. ნათელი მომავალი, მრავალი წარმატება და გამართლება მინდა გისურვოთ.

მადლობა მინდა გადავუხადო დირექციის თითოულ წევრს ქ-ნ მაია მღვდელაძის ხელმძღვანელობით თანადგომისთვის, თქვენ კრიტიკულ მომენტში ყოველთვის ჩვენს გვერდზე იდექით, გვამხნევებდით, გვაძლიერებდით, რაც ძალებს გვმატებდა, რომ გავმკლავებოდით ნებისმიერ სირთულეს. დიდი მადლობა  ყველაფრისთვის. დიდი მადლობა დღევანდელი ლამაზი დღისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგას, პარალელური კლასის დამრიგებელს, მარიკა ჭიკაძეს, რადგან ჩვენ ერთობლივად, თანადგომით, ურთიერთგაგებით ვუმკლავდებოდით ყველა გამოწვევას, რომელიც ჩვენს კლასებს შორის ურთიერთდამოკიდებულების დროს იდგა.

მინდა მადლობა მოვუხადო ჩემი კლასისა და პარალელური კლასის პირველ მასწავლებლებს მაია თაბუაშვილსა და ნინო უბირიას, რომლებმაც საოცრად ძლიერი ფუნდამენტი ჩადეს, როგორც თქვენს ფორმირებაში, ასევე ცოდნის მიღების სურვილში.მადლობა სითბოსთვის, თანადგომისთვის, ურთიერთთანამშრომლობისთვის, დახმარებისთვის.

მადლობას ვუხდი ყველა ჩემს თანამშრომელს, რომლებიც ჩემს კლასში საგნის სწავლების გარდა, გმირულ შრომას ეწეოდნენ. თქვენ დიდი წვლილი შეიტანეთ მათ აღზრდაში და ჩამოყალიბებაში. მადლობა თანადგომისთვის, თანამშრომლობისთვის, მადლობა გაწეული შრომისთვის. აქვე მინდა მოვივიგონო ქ-ნი ინეზა, რომლის უდროოდ წასვლამაც ძალიან გატკინათ პატარა გულები.

ბუნებრივია, მარტო მე და ჩემი კოლეგები დირექციასთან ერთად ვერ შევძლებდით სასურველი შედეგის მიღწევას, რომ არ ყოფილიყვნენ თქვენი მშობლები, რომლებისგანაც ჩვენი ურთიერთობის ყველა ეტაპზე ვგრძნობდი თანადგომას. ყოველთვის მეკონტაქტებოდით, ყოველთვის მატყობინებდით ამა თუ იმ დეტალს. სწორედ თქვენი თანადგომაც რომ არ ყოფილიყო სასურველი შედეგიც ალბათ არ დადგებოდა. მადლობას გიხდით თქვენც ამისთვის. მინდა, რომ თქვენი შვილების მომავალი ისეთი ყოფილიყოს, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. ბედნიერი მშობლები ყოფილიყავით.

მე-12 კლასს ხშირად შემოდგომის ბაღსაც ადარებენ. მე სურვილი მაქვს, რომ წელს ბარაქიანი შემოდგომა გვქონდეს, უხვად მოგვემკას ცოდნის მოსავალი. დაგილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას! ფეხბედნიერი გზით გევლოთ!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება