სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გზას დაგილოცავთ მეთორმეტეკლასელებო!“-სავანეთის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა
23-05-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

პედაგოგმა, ლამზირა ოსეფაშვილმა კურსდამთავრებულებს ემოციური წერილი მიუძღვნა.

„ბავშვობის წლები საუკეთესოა, მისი დაბრუნება შეუძლებელია. სკოლის კედლებში გატარებული ყოველი წუთი  მადლიერების გრძნობით გახსენდება.  ილიას სტყვებისა არ იყოს; „ბედი იმისია, ვინც ძლიერია, ძლიერი კი მხოლოდ მცოდნე კაცია“.

სკოლა არა მარტო ცოდნის ბურჯი, არამედ სააღმზრდელო დანიშნულებაც აქვს, მოსწავლეები სწავლობენ კომუნიკაციას, მეგობრობას. საზეიმოდ დაირეკა სავანეთის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი. სკოლა საზეიმოდ მოერთოთ კურსდამთავრებულებს. თეთრი მაისურები წარწერებით დაიფარა.

სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ინგა მიქელაძემ სასწავლო ნაწილმა და სხვადასხვა საგნის პედაგოგებმა მიულოცეს კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება, გზა დაულოცეს და წარმატებები უსურვეს.

განათლება დიდებული საშუალებაა პიროვნების განვითარებისათვის. სწორედ განათლების წყალობით  შეიძლება გახდეს ადმიანი საკუთარი შრომისმოყვარეობით, სიბეჯითით და კარგი სწავლით საჭირო და მისაბაძი ახალი თაობისთვის, სწორედ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და წარმატებისა.

გზას დაგილოცავთ მეთორმეტეკლასლებო! იყავით დაფასებული, აქტიური  ღირსეული მოქალაქეები. წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნულია პედაგოგის, ლამზირა ოსეფაშვილის წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება