სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, გვიყვარხართ, გვეიმედებით“- კლდის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები საუკეთესო სურვილებით გააცილეს
23-05-2022
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. სევდანარევი სიხარული ახლდა მოსწავლეთა ღონისძიებას, რომელზეც მათ მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა კი კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს.

„ჩემო პატარა მეგობრებო, თქვენს ცხოვრებაში დასრულდა განვლილი 12 ულამაზესი წელი, დღეს, თქვენ დატოვეთ სკოლის კედლები და ახალ ცხოვრებას შეეჭიდებით. თქვენ უჩვეულო პერიოდში მოგიწიათ სასწავლო პროცესის წარმართვა, რადგან პანდემიამ მკვეთრად შეცვალა ყველა ჩვენგანის ცხოვრება, თუმცა ერთობლივი ძალისხმევითა და ერთმანეთის მხარდაჭერით თქვენ შეძელით, გამკლავებოდით მოულოდნელ სირთულეებს და წარმატებით დაასრულეთ 2021-2022 სასწავლო წელი. გახსოვდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია მიზანი და მონდომება... ამიერიდან იზრდება თქვენი პასუხისმგებლობა, მოგიწევთ ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმა, რაშიც მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ. ცხოვრებაში ახალი გამოწვევების წინაშე დადგებით, წინ გელით ახალი მეგობრები, ურთიერთობები და მოვალეობები. სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის 19 კურსდამთავრებულს და ყველა მე-12 კლასელს, მთელი გულით მოგილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას. გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე.

დარწმუნებული ვარ, გვასახელებთ, ცოდნას კიდევ უფრო გაიღრმავებთ, იქნებით სამშობლოს ღირსეული შვილები და თქვენს წვლილს შეიტანთ ქვეყნის აღმშენებლობაში. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი...გვიყვარხართ.. გვეიმედებით... მადლობას გიხდით ლამაზი ღონისძიებისთვის მონაწილეებს,  ორგანიზატორებს -  ქალბატონ ცირა გელაშვილს და შორენა ღამბაძიძეს, მშობლებს თავიანთი შვილების ღონისძიების გალამაზებისთვის, ქალბატონ ქეთევან კალაიჯიშვილს და მის გუნდს თავისი წვლილის შეტანისათვის, ყველა მობრძანებულ სტუმარს მათი შრომის დაფასებისათვის. მადლობას ვუხდი პედაგოგებს გაწეული შრომისათვის, ის რომ კლასში არის ოქროსმედალოსანი -  ეთერი კაპანაძე და ლინა კურტანიძე - ეს მათი დამსახურებაა. ასევე დიდი მადლობას ვუხდი ლინა კურტანიძეს საოცარი კარიკატურების შექნისათვის. მიყვარხართ და მეიმედებით“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება