სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საგანმანათლებლო ღონისძიებებითა და აქტივობებით დატვირთული აპრილი ზედა ბზვანის საჯარო სკოლაში 
23-05-2022
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზვანის საჯარო სკოლამ გაზაფხულზე არაერთი საინტერესო სხვადასხვა სახის სასკოლო აქტივობა განახორციელა.

მათ შორის სკოლის პედაგოგებმა აპრილის თვეში მოსწავლეებს 9 აპრილის, დედაენის დღესა და დედამიწის დღეზე საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს.

„მოსწავლეებმა გაისიგრძეგანეს, რომ „აი-იათი“ ნასწავლ ენას ძლიერი ფესვი აქვს და მის ამოძირკვას ვერავინ შეძლებს. მათ ასევე გაიაზრეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, რამაც დამოუკიდებლობა მოუტანა საქართველოსა და ქართველ ხალხს. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია გარემოს დაცვის მხარდამჭერი ღონისძიების დედამიწის დღის შესახებ.

ზედა ბზვანის საჯარო სკოლაში ჩატარდა ლიდერი მასწავლებლების საკლასო დაკვირვების გაკვეთილები. მასწავლებლებმა: მაია ხურციძემ, ნინო ბოჭორიშვილმა და იამზე ანდღულაძემ ღირსეულად გაართვეს თავი აღნიშნულ საკლასო დაკვირვებას.

გაკვეთილებს ესწრებოდა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ადეიშვილი.

სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს აქტიურად განაგრძობს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება