სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ შევასრულეთ სკოლის უპირველესი მისია - ადამიანში ადამიანის აღზრდა“ - ჯურუყვეთის N1 სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა
23-05-2022
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.

სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებისადმი ემოციურ წერილს ავრცელებს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას განსაკუთრებულად ულოცავს.

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო! დასრულდა თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი ბავშვობა.

დასრულდა ოცნებების ფერადი სამყარო. სკოლის წლებში ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო „შეიყვარეთ ის მეცნიერება, რომლისადმი გრძნობთ მოწოდებას, განავითარეთ ის ნიჭი, რომელიც ბუნებას თქვენთვის მოუცია, დაადექით იმ გზას, რომლისადმი გრძნობთ მოწოდებას, ოღონდ ეს ყველაფერი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს ემსახურებოდეს“.

ჩვენ შევასრულეთ სკოლის უპირველესი მისია - ადამიანში ადამიანის აღზრდა.

წინ ფართო, საინტერესო ასპარეზია გადაშლილი. ზოგი უმაღლეს სასწავლებელს მიაშურებს, სკოლაში მიღებულ ცოდნაზე ახალს დააშენებს, ზოგი პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელებს სწავლას, მთავარია სწორ გზას დაადგეთ. მთავარია ადგილი დაიმკვიდროთ საზოგადოებაში.

სულიერ საგზლად გაიყოლეთ რამდენიმე შეგონება „ათასი მოწმე ადამიანისათვის საკუთარი სინდისია“ „ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა“.

ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში.

რთულ და საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ. მჯერა, წინაპართა ღირსეულ ტრადიციებზე აღზრდილი თაობა საფუძველს ჩაუყრის ნათელ მომავალს და საჭიროების შემთხვევაში ზურაბივით ჩაეშენებით წინაპართა სულის აგურებისაგან ნაგებ ტაძარს, რასაც საქართველო ჰქვია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება