სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სალიბაურის N2 სკოლის მოსწავლეები - ლიზი დიდმანიძე და ლიზი ბერძენიშვილი კონფერენციაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
23-05-2022
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონფერენციებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები - ლიზი დიდმანიძე და ლიზი ბერძენიშვილი კონფერენციაში - „ევროპის დღეები 2022“ მონაწილეობდნენ, რომლის ფარგლებში სერტიფიკატებითაც დაჯილდოვდნენ.

კონფერენცია ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით, სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა კონფერენცია „ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები“.

კონფერენციაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები მონაწილეობდნენ, რომლებმაც საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.

მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებსა და პედაგოგებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულმა წარმომადგენელმა, ირმა გაბინაშვილმა. 

„მადლობას ვუხდით სამოქალაქო განათლების პედაგოგ სოფიო ხოზრევანიძეს, კონფერენციაში მონაწილეობასა და მხარდაჭერისათვის!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება