სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაე, თქვენმა შრომამ და ძალისხმევამ წარმატებით მიგიყვანოთ სწორ მიზნამდე“ -ჭოგნარის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მე-12 კლასელებს გზა დაულოცეს
23-05-2022
-
+


ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, სწავლის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში გაგრძელება უსურვეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს. მოსწავლეებმა, თავის მხრივ, მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

„სკოლის კედლების ბუდიდან გაფრინდნენ უკვე ჩვენი გამოზრდილი დაფრთიანებული მერცხლები 20 მაისი, ეს ის დღეა, როდესაც მოსწავლეები „ბოლო ზარის“ დღესასწაულზე იღებენ ყველაზე გულწრფელ მილოცვებს პირველი მასწავლებლისგან, საგნის პედაგოგებისგან, კლასის ხელმძღვანელისგან, სასწავლო პროცესში ჩართული სხვა ადამიანებისგან, თანასკოლელებისგან, მშობლებისა თუ ახლობლებისგან. დიახ, ეს ის დღეა, როცა არის ბევრი სევდანარევი ცრემლი, კეთილი, ლამაზი, შთამაგონებელი განშორების სიტყვები, რომელიც გულს ძალზედ აგიჩუყებს.

დიახ, მაისის ამ დღეს, სკოლის კედლების ბუდიდან გაფრინდნენ უკვე ჩვენი გამოზრდილი დაფრთიანებული მერცხლები.  გისურვებთ  ჩვენო აღზრდილებო მაღალ ფრენებს, დიდ მიღწევებს. დაე, თქვენი გეგმები და ოცნებები წარმატებით განხორციელდეს, მთელმა თქვენმა შრომამ და ძალისხმევამ წარმატებით მიგიყვანოთ სწორ მიზნამდე. გისურვებთ, რომ იყოს რაც შეიძლება ნაკლები სირთულეები თქვენს აწ გასავლელ ცხოვრების გზაზე. დაე, იღბლის და ბედნიერების სხივი ყოველთვის ბრწყინავდეს თქვენთვის“,- აღნიშნულია ჭოგნარის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება