სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც სამყაროს შეცვლიან“- დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა
23-05-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ. მანამდე კი, მეთორმეტეკლასელებს გზა დაულოცეს და ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა მიულოცეს.

„გილოცავთ მე-12 კლასელებო სკოლის დამთავრებას!

დღეს თქვენი სკოლაში ყოფნის ბოლო დღეა. ხვალიდან ზრდასრულთა რიგებს შეუერთდებით, ხვალიდან ახალ ცხოვრებას დაიწყებთ. ამ ახალ ცხოვრებაში მე გისურვებთ ღირსეულ შემოსავალს და საკუთარი თავით კმაყოფილების განცდას. მაგრამ იქამდე სანამ გამდიდრდებით და საკუთარი თავით იამაყებთ, გზის გავლა მოგიწევთ. ამ გზაზე ბედნიერების, კმაყოფილების, აღტაცების წუთების გარდა, იქნება დღეები, როცა დაიღლებით, როცა დაეჭვდებით, როცა შეგეშინდებათ...

უოლტ დისნეი ამბობს, რომ ყველა ოცნება ასრულდებოდა, ამ ოცნების რეალობად ქცევა რომ გავბედოთ გამბედავები იყავით, მეგობრებო, ცხოვრებაში ყველა ნაბიჯს მამაცები დგამენ. და მაშინ, როცა დაიღლებით (და აუცილებლად დაიღლებით), და მაშინ, როცა დაეჭვდებით (და აუცილებლად დაეჭვდებით) და მაშინ, როცა შეგეშინდებათ (და აუცილებლად შეგეშინდებათ), გაიხსენეთ, რომ წარუმატებელი ადამიანების უმრავლესობა მაშინ ნებდება, როცა წარმატებამდე 1 ნაბიჯიღა აქვს დარჩენილი, რომ თომას ედისონის 1 ანთებული ნათურის უკან 1000 აუნთებელი ნათურაა. თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც სამყაროს შეცვლიან!! სამყარო თქვენს ფეხქვეშაა მეგობრებო, მხოლოდ გაბედეთ, დაიხარეთ და აიღეთ“, - აღნიშნულია ნინო მელიქიშვილის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება