სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
23-05-2022
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში 22 მაისი - ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს.

ფრინველებზე დაკვირვების და აღრიცხვის მიზნით, სკოლის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები, ბიოლოგიის პედაგოგ ლელა სილაკაძესთან ერთად, ერთი საათის განმავლობაში წინასწარ შერჩეულ არეალში აკვირდებოდნენ, სურათებს უღებდნენ, აღრიცხავდნენ ფრინველებს და იწერდნენ მათ ხმებს.

„​მდგრადი განვითარების მიზანი N15- დედამიწის ეკოსისტემები. ფრინველებზე დაკვირვების კამპანია - „ბაღის ფრინველის სააათი“, სკოლის მოსწავლეებისათვის საქართველოში ორგანიზებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

აქტივობის ბოლოს კი გააკეთეს მონაცემების ანალიზი. მათი დაკვირვების შედეგები რაოდენობრივად ასე გადანაწილდა: ქალაქის მერცხალი - 45, შავი შავი - 19, ბეღურა - 15, გულწითელა - 14, ნიბლია - 13, წყალწყალა -10, მწვანულა - 10, მიმინო - 1, თოხიტარა - 6, ჭინჭრაქა - 6. აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება