სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბევრი ღიმილი, ცრემლი, მადლობა, დარიგება და ფიცი“ - აფხაზეთის N3 სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა მეთორმეტეკლასელებს გზა დაულოცეს
20-05-2022
-
+


ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3​ სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

2021 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. მასწავლებლებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება უსურვეს და ცხოვრების გზა დაულოცეს.

მეთორმეტეკლასელები კი საყვარელ პედაგოგებს გამოემშვიდობნენ და გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

„რამდენადაც ძლიერი, იმდენად სუსტები და ემოციურები ვართ მასწავლებლები, როდესაც ხელისგულზე გაზრდილ ჩიტებს - მოსწავლეებს, ასაფრენად ვამზადებთ.... 

ჩაიარა კიდევ ერთმა, უამრავი გამოწვევით დატვირთულმა და მაინც ბედნიერმა წელიწადმა. 

ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულებს კიდევ ერთხელ დაულოცა გზა ჭეშმარიტი მიზნისაკენ. ლამაზი და დასამახსოვრებელი იყო „ბოლო ზარი“, რომელსაც, ახლდა ბევრი ღიმილი, ცრემლი, მადლობა, დარიგება, ფიცი და ბოდიშიც კი... ბოდიში იმისათვის, რაც შეეძლოთ და ვერ გააკეთეს. 

მოვისმინეთ უამრავი პირობა ახალგაზრდებისგან, რომ აუცილებლად გამოადგებიან ჯერ საკუთარ თავს, მერე ოჯახს და სამშობლოს... 

გათქვეს ყველაზე სანუკვარი ოცნებაც - აფხაზეთში დაბრუნება! სამშობლოს სიყვარული მათ დედის რძესავით ჩააწვეთა თითოეულმა მასწავლებელმა და განსაკუთრებით დამრიგებელმა, მაკა თოლორაიამ. ჩვენ გვჯერა მათი! გვჯერა, რომ ყოველი მათგანი ხიდია ჩვენსა და აფხაზეთს შორის! დაე, აუსრულდეთ ოცნება!“,- აღნიშნულია სკოლის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
„ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მსჯელობდნენ მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე“
 
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება