ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად მე-9 და მე-11 კლასებს შორის სომხურ ენასა და ლიტერატურაში ვიქტორინა ჩატარდა, რომელიც სომეხ განმანათლებელს მესროპ მაშტოცს ეძღვნებოდა.
მოსწავლეები ერთმანეთს კითხვა - პასუხში, ლექსების კითხვასა და სიმღერებში ეჯიბრებოდნენ. დასასრულს სიმბოლური ფორმის სალათა მოამზადეს, რომელიც ძველი, ზღვიდან ზღვამდე, სომხეთის ტერიტორიას გამოსახავდა.
მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა ვიქტორინით შეაჯამეს. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჰაიკანუშ გადიანი.
კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვება ორივე გუნდს თანაბრად მიაკუთვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები, მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია მასწავლებელს და მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდის.
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ